მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 12:17

16. და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის ძლით და იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები და ვირნი და მონანი და მჴევალნი, კერძოვირნი და აქლემნი.17. და განცადა უფალმან ფარაოჲ განცდითა დიდ-დიდებითა და ბოროტებითა და სახლი მისი სარრასთჳს, ცოლისა აბრაამისისა.18. და მოუწოდა ფარაო აბრაამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ მე? რამეთუ არა მითხარ მე, ვითარმედ ცოლი ჩემი არს.
დაბადებისა თავი 12
17. და განცადა უფალმან ფარაოჲ განცდითა დიდ-დიდებითა და ბოროტებითა და სახლი მისი სარრასთჳს, ცოლისა აბრაამისისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სარა ფარაონის სასახლეში და ღვთის სასჯელი (12:14-17):

...რი მსჯელობით საქმეები სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იყო? ხედავ, როგორ ცოლი მხეცის ხახაში ჩავარდა? მაშ, შეხედე ახლა ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას და იკვირვე მისი ძალის უზომო სიდიადით. „და განცადა, — ნათქვამია, — უფალმან ფარაოჲ განცდითა დიდ-დიდებითა და ბოროტებითა და სახლი მისი სარრასთჳს, ცოლისა აბრაამისისა" (). რას ნიშნავს: „განცადა"? ნიშნავს — დასაჯა თავხედობისა და ბოროტი მცდელობისთვის. „განცდითა დიდ-დიდებითა"; არა უბრალოდ „განცადა" მეფე, არამედ „განცდითა დიდ-დიდებითა". რადგან დანაშაული არცთუ მცირე იყო, პირიქით, ძალიან დიდი, ამიტომ სასჯელიც დიდია. „და სახლი მისი", — ნათქვამია; არამხოლოდ ის, არამედ მისი სახლიც. მაგრამ რატომ, როცა ერთმა მეფემ შესცოდა, მასთან ერთად ყველა მისი სახლეული იზიარებდა სასჯელს? ეს უმიზნოდ არ ხდება, არამედ იმისთვის, რომ მეფე უფრო ძლიერად დარტყმულიყო: საჭირო იყო ძალიან მძიმე დარტყმა, რომ დარტყმულს ურჯულოება მიეტოვებინა. მაგრამ სამართლიანია, იტყვი, მის ნაცვლად ისინიც დაისაჯონ? არა მხოლოდ მის ნაცვლად ტანჯულობდნენ ისინი, არამედ, სავარაუდოდ, იმისთვისაც, რომ თავადაც ეხმარებოდნენ და თანამონაწილეობდნენ დანაშაულებრივ ჩანაფიქრში. შენ ისმინე, როგორ ზემოთ წერილმა თქვა, რომ **„მხილველთა მისთა მთავართა ფ...

სრულად ნახვა