მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 12:16

15. და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა.16. და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის ძლით და იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები და ვირნი და მონანი და მჴევალნი, კერძოვირნი და აქლემნი.17. და განცადა უფალმან ფარაოჲ განცდითა დიდ-დიდებითა და ბოროტებითა და სახლი მისი სარრასთჳს, ცოლისა აბრაამისისა.
დაბადებისა თავი 12
16. და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის ძლით და იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები და ვირნი და მონანი და მჴევალნი, კერძოვირნი და აქლემნი.
საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სარა ფარაონის სასახლეში და ღვთის სასჯელი (12:14-17):

აი, ნამდვილი ქორწინება, როცა ქმარ-ცოლი იზიარებს არამხოლოდ ბედნიერებას, არამედ საფრთხეებსაც; ეს გულწრფელი სიყვარულის ნიშანია, ეს ყველაზე ერთგული მეგობრობის დამტკიცებაა. არა ისე ადიდებს მეფეს მის თავზე დადგმული გვირგვინი, როგორც ამ ნეტარს ადიდებდა და ამაღლებდა ის მორჩილება, რომლითაც ქმრის რჩევა მიიღო. ვინ არ განცვიფრდება, როცა ასეთ დამორჩილებაზე იფიქრებს? ვინ შეძლებს ღირსეულად შეაქოს ის, ვინც, ასეთი უმანკო და ასეთ ასაკში, მზად იყო თავისი მხრიდან მრუშობა დაეშვა, ბარბაროსებთან თანაცხოვრება აეტანა, რომ მართალი გადაერჩინა? მაგრამ მოითმინე ცოტა და იხილავ ღვთიური განგების სიბრძნეს. ის იმიტომ ითმენდა ასე დიდხანს, რომ მართალიც უფრო მეტად ედიდებინა, და ეგვიპტეში მომხდარი მოვლენებით არამხოლოდ ეგვიპტელებისთვის, არამედ პალესტინის მცხოვრებთათვისაც ეჩვენებინა, თუ რა წყალობით სარგებლობდა პატრიარქი ყველას უფალთან. „და იყო, — ნათქვამია, — რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად. და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა. და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის...

სრულად ნახვა
ჰომილია 12
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ნუთუ ისინი არ იყიდა? არანაირად; ამიტომ თქვა წერილმა, რომ „აღრიცხუნა თჳსნი სახლისწულნი სამასათრვამეტნი“ (). და „იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები“ (). მაშ, ოქრო საიდან გაუგზავნა რებეკას? ეგვიპტიდან, როცა ძღვენი მიიღო, არა ძალადობით, არც უსამართლოდ მოქცევით.

4.

მითხარი, საიდან გამდიდრდი? ვისგან მიიღე? და სხვა საიდან ? პაპისგან, ამბობს, მამისგან. მაშ შეძლებ, გვარის ხაზს შორს აჰყვე და ასე აჩვენო, რომ ქონება სამართლიანია? მაგრამ ვერ შეძლებ; აუცილებელია, რომ მისი დასაწყისი და ფესვი რომელიმე უსამართლობიდან იყოს. საიდან ჩანს ეს? იმიტომ, რომ ღმერთმა დასაბამიდან ერთი მდიდრ...

სრულად ნახვა