მაშ, ახლაც, კაცთმოყვარე უფლისადმი ვილოცოთ, რომ ენა წარმართოს ჩვენთვის საძიებლის აღმოსაჩენად, და თქვენ ჩვეულ სწავლებას შემოგთავაზებთ, ჯერ კი, საყვარელნო, თავად საკითხავს განგიმარტავთ. „და გამოუჩნდა, — ნათქვამია, — უფალი აბრამს და ჰრქუა მას" (). ხომ სიმართლეს ვამბობდი თავიდან, რომ დიდ საუნჯეს მოიცავს ეს მოკლე სიტყვები? აი, თავად ამ სიტყვების დასაწყისია უცნაური და ახალი: „და გამოუჩნდა უფალი ღმერთი აბრამს". პირველად ვხედავთ, რომ წერილმა ეს სიტყვა ხმარა: „გამოუჩნდა". ასეთი გამოთქმა საღვთო წერილს არ ხმარია არც აბელის, არც ნოეს და არც სხვა ვინმეს ისტორიაში. მაშ, რას ნიშნავს ეს სიტყვა: „გამოუჩნდა"? ხომ თავად წერილი სხვა ადგილას ამბობს: „ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რთმელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა" ()? მაშ, რას ვიტყვით ახლა, როცა წერილი ამბობს, რომ ღმერთი გამოჩნდა? როგორ გამოუჩნდა მართალს? ნუთუ თავად ღვთის არსება იხილა? არა, ნუ იყოფინ! მაშ, რა? ღმერთი ისე გამოჩნდა, როგორც მხოლოდ მას ეცოდინება და როგორც...
დაბადებისა 12:7
6. და განვლო აბრაამ ქუეყანაჲ იგი სიგრძედ მიმართ მისა ვიდრე ადგიდმდე სჳქემისა, მუხასა თანა მაღალსა, ხოლო ქანანელნი მკჳდრ იყვნეს მაშინ მას ქუეყანასა.7. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე და აღუშენა მუნ აბრაამ საკურთხეველი უფალსა გამოჩინებულსა მისდა.8. წარიტრა მუნ მთად მიმართ აღმოსავალით კერძო ბეთელს და აღდგა მუნ კარავი თჳსი ბეთელს შინა ზღჳთ კერძო და ანგეთ, აღმოსავლით კერძო. და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა და ხადოდა სახელსა ზედა უფლისასა:
დაბადებისა თავი 12