...იცოდა მან, კარგად იცოდა, რომ ღმერთი ადამიანისგან თავისი უთვალავი და გამოუთქმელი ქველმოქმედებისთვის არაფერს ისე არ მოითხოვს, როგორც მადლიერ და ქველმოქმედებისთვის აღიარებით სავსე სულს. მაგრამ ვნახოთ კიდევ, როგორ გადასახლდება მართალი აქედანაც. „და აღიტრა, — ნათქვამია, — აბრაამ და წარსლვით ილაშქრა უდაბნოსა შინა" (). შეხედე კვლავ მის ღვთისმოყვარე სულსა და დიდ სიბრძნისმოყვარეობას. კვლავ, ნათქვამია, წავიდა აქედან და „ილაშქრა უდაბნოსა შინა". რატომ წავიდა იქიდან? ალბათ ხედავდა, რომ ზოგიერთი მცხოვრები მის ყოფნით უკმაყოფილო იყო. ამიტომ, სურდა რა თავისი არაჩვეულებრივი სიმშვიდისა და იმის ჩვენება, თუ რამდენად აფასებდა სიმშვიდეს, და არავისთან არაფერი საერთო არ ჰქონდა, უდაბნოში გადასახლდა: „წარსლვით, — ნათქვამია, — ილაშქრა უდაბნოსა შინა". უცნაურ გამოთქმას ხმარობს აქ საღვთო წერილი. როგორც ჩვეულებრივ მებრძოლთა შესახებ ამბობენ, ისე ახლაც მართლის შესახებ თქვა, რომ „ილაშქრა". ეს იმიტომ, რომ ეჩვენებინა მართლის ყველაფრისთვის მზადყოფნა. როგორც მეომრები ადვილად გადაიტანენ ბანაკს დღეს აქ, ხვალ იქ, ისე ეს მართალი, თუმცა ცოლი და ძმისწული ახლდა და ამდენი მსახური, მაინც ძალიან ადვილად გადასახლდებოდა. ხედავ, როგორ ადვილად იცვლიდა ადგილსა და ცხოვრების წ...
დაბადებისა 12:9
8. წარიტრა მუნ მთად მიმართ აღმოსავალით კერძო ბეთელს და აღდგა მუნ კარავი თჳსი ბეთელს შინა ზღჳთ კერძო და ანგეთ, აღმოსავლით კერძო. და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა და ხადოდა სახელსა ზედა უფლისასა:9. და აღიტრა აბრაამ და წარსლვით ილაშქრა უდაბნოსა შინა.10. და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა და შთავიდა აბრაამ შთასლვად ეგჳპტეს მსხემობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა.
დაბადებისა თავი 12