მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 12:10

9. და აღიტრა აბრაამ და წარსლვით ილაშქრა უდაბნოსა შინა.10. და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა და შთავიდა აბრაამ შთასლვად ეგჳპტეს მსხემობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა.11. ხოლო იყო, რაჟამს მიეახლა აბრაამ შთასლვად ეგჳპტედ, ჰრქუა აბრაამ სარას, ცოლსა თჳსსა: უწყი, რამეთუ დედაკაცი პირკეთილი ხარ შენ;
დაბადებისა თავი 12
10. და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა და შთავიდა აბრაამ შთასლვად ეგჳპტეს მსხემობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა.
საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. აბრაამის საკურთხევლები და ეგვიპტეში გადასახლება (12:7-10):

შეხედე, როგორ გაამხნევა ამ სიტყვით ღმერთმა მართლის სული და საკმარისი ჯილდო მისცა მისი ღვაწლისთვის. ამიტომაც მართალი, სურდა რა თავისი მადლიერების გამოხატვა, მაშინვე მადლობას შეუდგა. „და აღუშენა, — ნათქვამია, — მუნ საკურთხეველი უფალსა გამოჩინებულსა მისდა". აი, ღვთისმოყვარე სულის მოწმობა! თავად ადგილიც კი, სადაც ღვთისთან საუბრის ღირსი გახდა, მართალმა ღმერთს შესწირა და ამით, რაც შეეძლო, გამოხატა თავისი მადლიერება. გამოთქმა — „აღუშენა საკურთხეველი" — ნიშნავს, რომ ღმერთს მადლობა შესწირა მისი აღთქმებისთვის. ისევე როგორც სიყვარულით შეპყრობილი ადამიანები ხშირად სახლებსაც იქ აშენებენ, სადაც თავიანთ ერთგულ მეგობრებს შეხვდნენ, ბევრმა კი ქალაქებიც დააარსა და მათ სახელები მეგობრებთან შეხვედრის მიხედვით დაარქვა, — ზუსტად ისე ამ მართალმაც, სადაც ღვთის ხილვის ღირსი გახდა, იქ აღუშენა „საკურთხეველი უფალსა გამოჩინებულსა მისდა". „და წარიტრა, — ნათქვამია, — მუნ" (დაბ 12:7–8). რას ნიშნავს: „წარიტრა მუნ"? ნიშნავს — როცა ადგილი უკვე განწმედილი და ღმერთისთვის შეწირული იყო, აბრაამი იქიდან წავიდა და სხვა ადგილზე გადასახლდა: „მთად მიმართ, —...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის