მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 13:16

15. რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე.16. და ვყო თესლი შენი ვითარცა ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, უკუეთუ ვისმე ძალ-უც აღრიცხუად ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, და თესლიცა შენი აღრიცხოს.17. აღდეგ, მოვლე ქუეყანა, სიგრძედ მიმართ მისა, და სივრცედ მისსა, რამეთუ შენ მიგცე იგი.
დაბადებისა თავი 13
16. და ვყო თესლი შენი ვითარცა ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, უკუეთუ ვისმე ძალ-უც აღრიცხუად ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, და თესლიცა შენი აღრიცხოს.
საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მოწყალება და ღვთის აღთქმა აბრამისადმი (13:14-16):

ხედავ უფლის კაცთმოყვარეობას, როგორ მოაწყობს იგი ყველაფერს ჩვენი ცხონებისთვის? მაშ, როცა იფიქრებ, რომ ღარიბი სიღარიბესთან იბრძვის და შიმშილისგან ილევა შენთვის და შენი სარგებლისთვის, ნუ ჩაუვლი თანალმობის გარეშე, არამედ ერთგული განმგებელი იყავი იმისა, რაც უფლისგან გერწმუნა, რომ ღარიბის საჭიროების დაკმაყოფილებით, თავადაც ზეციდან დიდი კეთილგანწყობის ღირსი გახდე. ადიდე შენი უფალი იმის გამოც, რომ მან შენთვის და შენი ცხონებისთვის დაუშვა ამ ადამიანის სიღარიბეში ცხოვრება, რომ შენ შეძლო იპოვო საშუალება შენი ცოდვების განწმენდისა და უფლისგან გერწმუნებულის კეთილად გამოყენებით იმ ქებას ეღირსო, რომელიც ყოველგვარ სიტყვასა და წარმოდგენას აღემატება, — რადგან გესმის: „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (). ამის გახსენებით, ღარიბებს როგორც ქველმოქმედებად მივიჩნიოთ, როგორც ისეთ ადამიანებად, რომელთაც შეუძლიათ ცხონების საშუალება მოგვცენ; მოწყალება გულუხვად და ცხელი მოშურნეობით გავუწიოთ, მოწყალების გაცემისას არასდროს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის