მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 13:17

16. და ვყო თესლი შენი ვითარცა ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, უკუეთუ ვისმე ძალ-უც აღრიცხუად ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, და თესლიცა შენი აღრიცხოს.17. აღდეგ, მოვლე ქუეყანა, სიგრძედ მიმართ მისა, და სივრცედ მისსა, რამეთუ შენ მიგცე იგი.18. და აღიკარვა აბრაამ და მოვიდა, დაიკარვა მუხასა თანა მამბრესა, რომელი იყო ქებრონს, და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა.
დაბადებისა თავი 13
17. აღდეგ, მოვლე ქუეყანა, სიგრძედ მიმართ მისა, და სივრცედ მისსა, რამეთუ შენ მიგცე იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. პატრიარქის სიმტკიცე ღვთის აღთქმისადმი (13:17-18):

...ნებს, სადაც სურს, რადგან ძალუძს გზა იპოვოს უგზო ადგილებშიც, და მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე სასოს წარვკვეთეთ, კეთილ იმედებს გვიღვივებს, რომ ამგვარად უფრო ნათლად შევიცნოთ მისი განგებულების სიბრძნის უზომო სიდიადე. „აღდეგ, — ნათქვამია, — მოვლე ქუეყანა, სიგრძედ მიმართ მისა, და სივრცედ მისსა, რამეთუ შენ მიგცე იგი" (). შეხედე, როგორ ყოველნაირად სურს ღმერთს, მართალში ცოცხალი სასოება აღძრას. „აღდეგ", ამბობს, შემოიარე, დაათვალიერე მისი სიგრძეც და სიგანეც, რომ შეიცნო მიწის ვრცელობა, რომლითაც ისარგებლებ, და ჯერ კიდევ დაუფლებამდეც სიხარული მოგანიჭოს იმედმა. რამდენ მიწასაც შემოივლი, ყველას შენ მოგცემ, რომ იცოდე: შენ იმაზე ნაკლები კი არ დათმე, ვიდრე ახლა უნდა მიიღო. ნუ ფიქრობ, თითქოს უარესი ნაწილი მიიღე, როცა ლოტი, თითქოსდა, საუკეთესო ადგილების პატრონი გახდა. მალე თავად იხილავ, რომ საუკეთესო ადგილების არჩევამ მას მცირედი სარგებელი მოუტანა და თავადაც გაიგებს, რა ბოროტებაა საუკეთესოს ძიება. შენ კი ახლავე მიიღე ჯილდო ძმისშვილის მიმართ გამოჩენილი თავმდაბლობისა და სიმშვიდისთვის, მიიღე აღთქმა და შეიცან მთელი ის მიწა, რომლის მფლობელიც ხარ და რომელსაც მალე დაეუფლებით შენ და შენი შთამომავლობა სამუდამოდ: „და თესლსა შენსა", ნათქვამია, უკუნისამდე. დიდე...

სრულად ნახვა