მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 13:8

7. და იქმნა ბრძოლაჲ შორის მწყემსთა საცხოვართა აბრაამისთა და შორის მწყემსთა ლოთისთასა. ხოლო ქანანელნი და ფერეზელნი მკჳდრ იყუნეს მაშინ ქუეყანასა მას.8. და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ.9. არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა? განმეყავ ჩემგან, უკუეთუ შენ მარცხენით, მე მარჯუენით, ხოლო უკუეთუ შენ მარჯუენით, მე მარცხენით.
დაბადებისა თავი 13
8. და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 36. „შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ" (დაბ 15:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ეგვიპტის განსაცდელი და ლოტის განშორება (12:7–13:15):

...დაბ 13:6), რადგან ბევრი ქონება ჰქონდათ, რის გამოც ლოტისა და აბრაამის მწყემსებს შორის შუღლი წარმოიშვა. მაშინ მართალმა, სულის სიმშვიდესა და სიბრძნისმოყვარეობის სიმაღლე რომ ავლენდა, ლოტს მიუხმო და უთხრა: „ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ" (). თითქოს ასე უთხრა ლოტს: არაფერია მშვიდობაზე უკეთესი და არაფერია შუღლზე უარესი; მაშ, შუღლის ყოველი საბაბის მოსაშორებლად, აირჩიე, რომელი მიწა შენ გინდა, ხოლო მე მეორე დამრჩეს და შორს ვიქნებით ყოველი შუღლისა და დავისგან. ხედავ ამ კაცის სათნოებას? ახალგაზრდას უკეთესი მიწის არჩევანი დაუთმო, ხოლო თავად უარესით დაკმაყოფილდა. შეხედე ახლა, რა დიდი ჯილდო მიიღო ამ საქციელისთვის. ოღონდ კი განყოფა მოხდა და ლოტი წავიდა, ღმერთი ეუბნება აბრაამს: „აღიხილენ თუალნი შენნი", დათვალიერე მთელი ეს მიწა, ყოველი მხრიდან, „რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე" (დაბ 13:14–15). შეხედე, რა დიდი პატივის ღირსი ხდება იმ სიმდაბლისთვის, რომელიც ძმისწულის მიმართ გამოიჩინა. მცირე რომ დაუთმო, გაცილებით მეტის ღირსი გახდა; ხოლო ლოტი, უკეთესი ნაწილის ამრჩევმა, ცოტა ხნის შემდეგ საფრთხეებში ჩავარდა — არამხოლო...

სრულად ნახვა
საუბარი 33. „აბრაამ იყო მდიდარ ფრიად" (დაბ 13:2–4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. მწყემსთა შუღლი და აბრაამის მშვიდობისმოყვარეობა (13:5-8):

...ეზი აჩვენოს — იმიტომ „არა იტევდა", რომ ჯერ კიდევ ამ ხალხებით იყო დასახლებული. მაგრამ დავაკვირდეთ პატრიარქის ღვთისმოყვარე სულის განწყობას, როგორ ახშობს თავისი სიმშვიდით ანთებისთვის მზა ცეცხლს. „და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ" (). მიაქციე ყურადღება თავმდაბლობის სიღრმეს და სიბრძნისმოყვარეობის სიმაღლე: მოხუცი, ასაკში შესული კაცი ახალგაზრდას, თავის ძმისწულს, ძმას უწოდებს, თავის თავთან ათანაბრებს და არანაირ უპირატესობას არ ითვისებს მასზე, არამედ ამბობს: „ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა"; შეუფერებელია ეს, ამბობს, რადგან „კაცნი ძმანი ვართ ჩუენ". ხედავ, როგორ ასრულებს მოციქულთა მცნებას, რომელიც ამბობს: „აწ უკუე ყოვლითურთ ძლეულება არს თქუენდა ესე, რამეთუ სასჯელი გიც ურთიერთას. რაჲსათჳს არა უფროჲსღა თქუენ გევნების? რაჲსათჳს არა უფროჲსად თქუენ მიგეხუეჭების? არამედ თქუენ ავნებთ და მოჰხუეჭთ, და ამას ძმათა" (1 კორ 6:7–8)? ყოველივე ამას საქმით ასრულებდა პატრიარქი, როცა ამბობდა: „ნუ არს ბრძოლაჲ შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ". რა შეიძლება იყოს ამ სულზე მშვიდობისმოყვარე? ასე რომ, ტყუილად და უმიზეზოდ არ...

სრულად ნახვა