მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 14:1

1. ხოლო იქმნა მეფობასა არმაფალისასა მეფისა სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან, ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან.2. ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის, მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი.
დაბადებისა თავი 14
1. ხოლო იქმნა მეფობასა არმაფალისასა მეფისა სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან, ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან.
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მეფეთა ომი და წერილის სიზუსტე (14:1-13):

მაგრამ დროა, თავად დღევანდელი საკითხავი შემოგთავაზოთ. ის თითქმის არც საჭიროებს ახსნას — საკმარისია მხოლოდ წაიკითხო, რომ მართლის სათნოების სიმაღლე გამოჩნდეს. „ხოლო იქმნა, — ამბობს წერილი, — მეფობასა არმაფალისასა მეფისა სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან, ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან. ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის, მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი. ესე ყოველნი შეითქუნეს ჴევსა მარილოვანსა, რომელ არს ზღუაჲ მარილთა" (). შეხედე წერილის ზედმიწევნითობას, რა სიზუსტით ახსენა მეფეთა და ხალხთა სახელები: ეს უმიზეზოდ არ გაუკეთებია, არამედ იმისთვის, რომ თავად სახელებიდან გაგეცნო მათი ბარბაროსული თვისებები. ისინი, ამბობს წერილი, „ყვეს ბრძოლაჲ" სოდომის მეფესთან და სხვა მეფეებთან. შემდეგ აჩვენებს თავად მიზეზსაც, რის გამოც ომი დაიწყო. „ათორმეტ წელს, — ამბობს, — ჰმონებდეს ქოდოლგომორს", ელამის მეფეს; „ხოლო მეათცამეტესა წელსა მოვიდა ქოდოლოგომორ...

სრულად ნახვა
ჰომილია 12
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...სხვა მხრივ, აბრაამიც მდიდარი იყო, მაგრამ მსახურების ყოლით. მაშ, რა? ნუთუ ისინი არ იყიდა? არანაირად; ამიტომ თქვა წერილმა, რომ „აღრიცხუნა თჳსნი სახლისწულნი სამასათრვამეტნი“ (). და „იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები“ (). მაშ, ოქრო საიდან გაუგზავნა რებეკას? ეგვიპტიდან, როცა ძღვენი მიიღო, არა ძალადობით, არც უსამართლოდ მოქცევით.

4.

მითხარი, საიდან გამდიდრდი? ვისგან მიიღე? და სხვა საიდან ? პაპისგან, ამბობს, მამისგან. მაშ შეძლებ, გვარის ხაზს შორს აჰყვე და ასე აჩვენო, რომ ქონება სამართლიანია? მაგრამ ვერ შეძლებ; აუცილებელია, რომ მისი დასაწყისი და ფესვი რომელიმე უსამართლობიდან იყოს....

სრულად ნახვა
საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მონის თხრობა და ოჯახის თანხმობა (24:32–51):

...ბსა და სამუდამო სახლებს აშენებთ — შეხედეთ, რისგან შედგებოდა მართლის ქონება. არსად აქვს მინდორი, არსად შენობები და რაიმე ზედმეტი ფუფუნება, არამედ მხოლოდ „ცხოვარნი და ზროხანი, აქლემი და ვირნი, მონები და მჴევლები". იმის გასაგებად, საიდან ჰყავდა ამდენი მონა, წერილი სხვა ადგილას ამბობს, რომ ყველანი „მონანი" () იყვნენ. მაშ, ჩემმა ამ ბატონმა, ასეთ სიმდიდრეში მცხოვრებმა და ზეციური ასეთი დიდი შემწეობის ღირსმა, უკვე მოხუცებულმა სარრასგან ძე მიიღო. ეს ერთადერთი ძე რომ ჰყავდა, მისი მემკვიდრეც ხომ დაადგინა: „მისცა მას ყოველი, რაოდენი-რაჲ იყო მისი". ამგვარად, ბატონის დიდებისა და ისაკის შობის შესახებ რომ უამბო, მონა შემდეგ ბატონისგან მიღებულ ბრძანებაზეც ამბობს, რომლის მიხედვითაც ქარანში მოვიდა. „და მაფუცა მე, — ამბობს, — უფალმან ჩემმან მეტყუელმან: არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე მკჳდრ ვარ ქუეყანასა მათსა. არამედ სახიდ მამისა ჩემისა წარხჳდე და ტომისა მიმართ ჩემისა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა, ისაკს, მუნით" (). ასე მიბრძანა. მაშინ მე, ამ საქმის სიძნელეებს წარმოვიდგენდი რა და მის სირთულეზე ვფიქრობდი, ვკითხე ჩემს ბატონს: რა იქნება, **„უკეთუ არა მოვიდე...

სრულად ნახვა