მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 14:2

1. ხოლო იქმნა მეფობასა არმაფალისასა მეფისა სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან, ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან.2. ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის, მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი.3. ესე ყოველნი შეითქუნეს ჴევსა მარილოვანსა, რომელ არს ზღუაჲ მარილთა.
დაბადებისა თავი 14
2. ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის, მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი.
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მეფეთა ომი და წერილის სიზუსტე (14:1-13):

მაგრამ დროა, თავად დღევანდელი საკითხავი შემოგთავაზოთ. ის თითქმის არც საჭიროებს ახსნას — საკმარისია მხოლოდ წაიკითხო, რომ მართლის სათნოების სიმაღლე გამოჩნდეს. „ხოლო იქმნა, — ამბობს წერილი, — მეფობასა არმაფალისასა მეფისა სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან, ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან. ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის, მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი. ესე ყოველნი შეითქუნეს ჴევსა მარილოვანსა, რომელ არს ზღუაჲ მარილთა" (). შეხედე წერილის ზედმიწევნითობას, რა სიზუსტით ახსენა მეფეთა და ხალხთა სახელები: ეს უმიზეზოდ არ გაუკეთებია, არამედ იმისთვის, რომ თავად სახელებიდან გაგეცნო მათი ბარბაროსული თვისებები. ისინი, ამბობს წერილი, „ყვეს ბრძოლაჲ" სოდომის მეფესთან და სხვა მეფეებთან. შემდეგ აჩვენებს თავად მიზეზსაც, რის გამოც ომი დაიწყო. „ათორმეტ წელს, — ამბობს, — ჰმონებდეს ქოდოლგომორს", ელამის მეფეს; „ხოლო მეათცამეტესა წელსა მოვიდა ქოდოლოგომორ...

სრულად ნახვა
საუბარი 36. „შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ" (დაბ 15:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ლოტის გათავისუფლება და მელქისედეკის კურთხევა (14:19–15:1):

...იდი სული, როგორ ერთდროულად ავლენს თავის სიბრძნეს, აჩვენებს, რომ ასეთ ძღვენზე მაღლა დგას, და ღვთისმოსაობის შეცნობისკენ მიჰყავს მეფე, — მამამთავარმა უბრალოდ კი არ უთხრა: ნებას ვერ მივცემ თავს, შენგან რაიმე ავიღო, რადგან არანაირ ჯილდოს არ ვსაჭიროებ, — არამედ რა? „განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა" (). თითქოს ასე ეუბნებოდა მეფეს: ღმერთები, რომლებსაც შენ ეთაყვანები, ღმერთები არ არიან, არამედ ქვა და ხე; ერთია ყველას თავზე მდგომი ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა. „უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა" არაფერს ავიღებ შენგან (), რათა არ იფიქრო, თითქოს მხოლოდ ამისთვის შურისძიება ავირჩიე შენთვის, და, რათა ვერ ამბობდე, თითქოს შენ გამამდიდრე. ის, ვინც გამარჯვება მიანიჭა და წარმატებით მაჯილდოვა, თავადვე მომცემს გამდიდრების საშუალებასაც. შეხედე, რა სარგებელი შეიძლებოდა მეფეს მიეღო პატრიარქის სიტყვებიდან, ნება რომ ჰქონოდა: ასწავლიდა, ამიერიდან საკუთარი ძალის იმედი არ ჰქონოდა, არამედ შეეცნო ყოველივეს მიზეზი, ხელით ნაკეთი ღვთაებები ეზიზღა და ყველაფრის შემოქმედ ღმერთს, სიკეთეთა წყაროს, ემსახუროს. და საერთოდ, ყველაფერში შეეძლო მეფეს აბრაამის სათნოება დაენახა. ხოლო, რათა მეფეს არ ეფიქ...

სრულად ნახვა