მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 14:17

16. და შემოაქცია ყოველი იავარი სოდომთა და ლოთ, ძმაჲ თჳსი, შემოაქცია და ყოველნი საქონელნი და ცოლნი და ერი.17. და გამოვიდა მეფე სოდომისა შემთხუევად მისსა, შემდგომად მოქცევისა მისისა ჭირისაგან ქოდოლგომორისა და მის თანა მეფეთასა ღელესა შინა საბისსა, რომელ არს ველი მეფისაჲ.18. და მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა.
დაბადებისა თავი 14
17. და გამოვიდა მეფე სოდომისა შემთხუევად მისსა, შემდგომად მოქცევისა მისისა ჭირისაგან ქოდოლგომორისა და მის თანა მეფეთასა ღელესა შინა საბისსა, რომელ არს ველი მეფისაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ლოტის ტყვეობა და აბრაამის გამოლაშქრება (14:13-18):

...მივად უფრო და უფრო დიდებული ხდება მართალი და ყოველ ჯერზე ყველას უჩვენებს ღვთის მზრუნველობას მის მიმართ. შეხედე, ბოლოს, როგორ ხდება სოდომელთათვისაც ღვთისმოსაობის მასწავლებელი. „და გამოვიდა მეფე სოდომისა შემთხუევად მისსა, — ნათქვამია, — შემდგომად მოქცევისა მისისა ჭირისაგან ქოდოლგომორისა და მის თანა მეფეთასა" (). შეხედე, რას ნიშნავს სათნი ყოფნა და ღვთის კეთილგანწყობით სარგებლობა. მეფე მიეგებება მწირ მოხუცს და ყოველგვარ პატივს მიაგებს. მან შეიცნო, რომ არანაირი სარგებელი არ მოაქვს სამეფო ღირსებასაც, როცა ზეციური თანამბრძოლველი არ გყავს, და, რომ ვერავინ იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ის, ვისაც უფლის მარჯვენა ეხმარება. „და მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა" ().

5. აბრაამის გამარჯვება ღვთის შეწევნით (14:19-23)

რას ნიშნავს ეს შენიშვნა — „მეფე სალომისა" და „მღდელი ღმრთისა მაღლისა"? ის იყო, ნათქვამია, „მეფე სალომისა". მას აღგვიწერს ნეტარი პავლეც ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში () და, მის სახელსა და ქალაქს ყურადღებას აქცევს, ეტიმოლოგიის საშუალებით განმარტავს მისი სახელის მნიშვნელობ...

სრულად ნახვა