მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 14:22

21. ხოლო თქუა მეფემან სოდომისამან აბრაამის მიმართ: მომცენ მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად.22. და თქუა აბრაამ მეფისა მიმართ სოდომისა: განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ.23. უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მოვიღო ყოველთაგან შენთა, რათა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაამ თჳნიერ ღმრთისა.
დაბადებისა თავი 14
22. და თქუა აბრაამ მეფისა მიმართ სოდომისა: განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ.
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. აბრაამის გამარჯვება ღვთის შეწევნით (14:19-23):

რას ნიშნავს ეს შენიშვნა — „მეფე სალომისა" და „მღდელი ღმრთისა მაღლისა"? ის იყო, ნათქვამია, „მეფე სალომისა". მას აღგვიწერს ნეტარი პავლეც ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში () და, მის სახელსა და ქალაქს ყურადღებას აქცევს, ეტიმოლოგიის საშუალებით განმარტავს მისი სახელის მნიშვნელობას და ამბობს, რომ მელქისედეკი ნიშნავს „მეუფე სიმართლისაჲ", რადგან ებრაულ ენაზე „მელქი" ნიშნავს „მეფობას", ხოლო „სედეკ" — „სიმართლეს". შემდეგ, ქალაქის სახელზე გადასულმა, მელქისედეკს „მეუფე მშჳდობისაჲ" უწოდა, რადგან „სალიმი" ნიშნავს „მშვიდობას". მღვდელი კი იგი იყო, ალბათ, თვითხელდასხმული — ასეთები იყვნენ მაშინ მღვდლები — ანდა მახლობლებმა მიანიჭეს ეს პატივი მისი ხანდაზმული ასაკის გამო, ანდა თავადვე ზრუნავდა მსხვერპლთა შეწირვაზე, როგორც ნოე, აბელი, აბრაამი, რომლებიც მსხვერპლებს სწირავდნენ. მეორე მხრივ, ის ქრისტეს ხატადაც უნდა ყოფილიყო, რომლადაც წარმოაჩენს მას პავლეც და ამბობს: „უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და...

სრულად ნახვა
საუბარი 36. „შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ" (დაბ 15:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ლოტის გათავისუფლება და მელქისედეკის კურთხევა (14:19–15:1):

...იდი სული, როგორ ერთდროულად ავლენს თავის სიბრძნეს, აჩვენებს, რომ ასეთ ძღვენზე მაღლა დგას, და ღვთისმოსაობის შეცნობისკენ მიჰყავს მეფე, — მამამთავარმა უბრალოდ კი არ უთხრა: ნებას ვერ მივცემ თავს, შენგან რაიმე ავიღო, რადგან არანაირ ჯილდოს არ ვსაჭიროებ, — არამედ რა? „განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა" (). თითქოს ასე ეუბნებოდა მეფეს: ღმერთები, რომლებსაც შენ ეთაყვანები, ღმერთები არ არიან, არამედ ქვა და ხე; ერთია ყველას თავზე მდგომი ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა. „უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა" არაფერს ავიღებ შენგან (), რათა არ იფიქრო, თითქოს მხოლოდ ამისთვის შურისძიება ავირჩიე შენთვის, და, რათა ვერ ამბობდე, თითქოს შენ გამამდიდრე. ის, ვინც გამარჯვება მიანიჭა და წარმატებით მაჯილდოვა, თავადვე მომცემს გამდიდრების საშუალებასაც. შეხედე, რა სარგებელი შეიძლებოდა მეფეს მიეღო პატრიარქის სიტყვებიდან, ნება რომ ჰქონოდა: ასწავლიდა, ამიერიდან საკუთარი ძალის იმედი არ ჰქონოდა, არამედ შეეცნო ყოველივეს მიზეზი, ხელით ნაკეთი ღვთაებები ეზიზღა და ყველაფრის შემოქმედ ღმერთს, სიკეთეთა წყაროს, ემსახუროს. და საერთოდ, ყველაფერში შეეძლო მეფეს აბრაამის სათნოება დაენახა. ხოლო, რათა მეფეს არ ეფიქ...

სრულად ნახვა