შენიშნე უფლის კაცთმოყვარეობა, რა სწრაფად და დაუყოვნებლივ აჯილდოებს თავის მოღვაწეს თავისი წყალობით, ამგვარად მის ძალებს ამაგრებს და განაახლებს. „იქმნა სიტყუაჲ უფლისა ჩუენებასა შინა ღამისასა". რატომ ღამით? იმისთვის, რომ მისი სიტყვები სიჩუმეში ყოფილიყო მიღებული. და ეუბნება: „ნუ გეშინინ, აბრაამ", — შენიშნე განსაკუთრებული მზრუნველობა. რატომ უთხრა: „ნუ გეშინინ"? ვინაიდან მან, მეფის ძღვენზე ნაკლებად ზრუნველმა, ესოდენ დიდ სიმდიდრეს ხელი აარიდა, ღმერთი ეუბნება: „ნუ გეშინინ", რომ ამგვარი ძღვენი უგულებელყავი, და ნუ იფიქრებ, თითქოს ამის გამო შენი მონაგარი შემცირდა. „ნუ გეშინინ". და, რათა კიდევ უფრო აღძრას მისი სული, მასთან საუბრისას სახელითაც მოიხსენიებს: „ნუ გეშინინ, აბრაამ". არცთუ მცირედ ამხნევებს ისიც, როცა მოწოდებულის სახელი წარმოითქმის. შემდეგ ამბობს: „მე შეგეწიო შენ". ეს გამოთქმაც მრავლისმეტყველია. მე, რომელმაც ქალდეის მიწიდან გამოგიწვიე; მე, რომელმაც აქ მოგიყვანე; მე, რომელმაც ეგვიპტეში საფრთხეებისგან გაგარიდე; მე, რომელმაც არაერთხელ აღგითქვი შენთვის და შენი თესლისთვის ამ მიწის მინიჭება; მე შეგეწევი. მე,...
დაბადებისა 15:1
1. და შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ, ჩუენებასა შინა ღამისასა, მეტყუელი: ნუ გეშინინ, აბრაამ, მე შეგეწიო შენ, სასყიდელი შენი იყოს ფრიად.2. და თქუა აბრაამ: მეუფეო, რაჲ მომცენ? რამეთუ მე წარვწყმდები უშვილოდ, ხოლო ძე მასეკის, სახლისწულისა ჩემისა, ესე დამასკოჲს ელიეზერ.
დაბადებისა თავი 15