მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 15:11

10. ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა ღა დასხნა იგინი პირისპირ ურთიერთას, ხოლო მფრინველნი არა განყუნა.11. და გარდამოვიდეს მფრინველი მძორთა მათ ზედა ორად განკუეთილებათა მათთა. და თანა-უჯდა მათ აბრაამ.12. ხოლო დასლვასა მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრაამს და, აჰა, შიში ბნელი დიდი დაეკუეთა მას.
დაბადებისა თავი 15
11. და გარდამოვიდეს მფრინველი მძორთა მათ ზედა ორად განკუეთილებათა მათთა. და თანა-უჯდა მათ აბრაამ.
საუბარი 37. „და თქუა უფალმან აბრაამის მიმართ" (დაბ 15:7–8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. წერილის ძალა და აბრაამისადმი აღთქმის შეხსენება (15:5–8)

დიდია საღვთო წერილის ძალა და დიდია მის სიტყვებში დამალული აზრების სიმდიდრე. ამიტომაც ჩვენ, გულმოდგინებით ვუსმენთ რა მას, ბევრი გამოძიებით უნდა მოვეკიდოთ, რომ უხვი სარგებელი მივიღოთ მისგან. სწორედ ამიტომ ქრისტემაც გვიბრძანა: „გამოიძიებდით წიგნთა" (), — რათა არა მხოლოდ უბრალო კითხვით დავკავდეთ, არამედ წერილის სიღრმეში ჩაწვდომით მისი ჭეშმარიტი აზრის წვდომა შეგვძლებოდა. ასეთია წერილის თვისება: მის მცირე სიტყვებში ხშირად აზრთა უდიდესი სიმრავლის პოვნაა შესაძლებელი. რადგან ეს არის ღვთიური სწავლება და არა ადამიანური, ამიტომაც ხედავს ყოველი, რომ ის ადამიანური სიბრძნისგან სრულიად განსხვავებულია. ავხსნი, რა გზით. იქ (ადამიანურ სიბრძნეში ვგულისხმობ) ადამიანთა მთელი ძალისხმევა სიტყვების გადმოცემაზეა მიმართული; აქ — სრულიად პირიქით: საღვთო წერილს სიტყვების სილამაზე ან (ხელოვნური) შეხამება არ ადარდებს; მას თავისთავად ღვთიური მადლი აქვს, რომელიც მის სიტყვებს ბრწყინვალებასა და სილამაზეს ანიჭებს. და კვლავ, იქ (ადამიანურ ნაწერებში) ვრცელი და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის