...გურიტი და ტრედი"**. შეხედე, რა სიმარტივემდე ჩადის ყოვლისკეთილი მეუფე მამამთავრის დასარწმუნებლად. ვინაიდან ძველთ ასეთი ჩვეულება ჰქონდათ — აღთქმების დადებისა და დამტკიცების (როგორც საღვთო წერილი აღწერს ღვთის აღთქმას აბრაამთან), ისიც ღმერთი იმავე გზით მიდის. „ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა" (). უნდა აღინიშნოს, რომ არა ტყუილად და არა უმიზეზოდ განუსაზღვრა ასაკიც: უბრძანა სამი წლისა აეყვანა, ანუ სრულწლოვანი და სრულყოფილი. „ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა ღა დასხნა იგინი პირისპირ ურთიერთას, ხოლო მფრინველნი არა განყუნა" (). და იჯდა, გაყოფილ ნაწილებს იცავდა, რათა მოფრინავე ფრინველებს არ დაეზიანებინათ, და ამას მთელ დღეს აკეთებდა. „და გარდამოვიდეს მფრინველი მძორთა მათ ზედა ორად განკუეთილებათა მათთა. და თანა-უჯდა მათ აბრაამ. ხოლო დასლვასა მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრაამს და, აჰა, შიში ბნელი დიდი დაეკუეთა მას" (დაბ 15:11–12). რატომ (მოხდა ეს) მზის ჩასვლისას, როცა დღე უკვე საღამოსკენ ხრიდა? ყველაფერი იმისთვის, რომ ის (აბრაამი) უფრო ყურადღებიანი გახდეს: ამისთვის დაეცა მას „განკჳრვებაჲც... და შიში ბნელი დიდი", რათა ყველა ამ მოვლენას ღვთის ხილვის გრძნობ...
დაბადებისა 15:10
9. და ჰრქუა მას: მომგუარე მე დიაკეული სამისა წლისაჲ და ვაცი სამისა წლისაჲ და ვერძი სამისა წლისა და გურიტი და ტრედი.10. ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა ღა დასხნა იგინი პირისპირ ურთიერთას, ხოლო მფრინველნი არა განყუნა.11. და გარდამოვიდეს მფრინველი მძორთა მათ ზედა ორად განკუეთილებათა მათთა. და თანა-უჯდა მათ აბრაამ.
დაბადებისა თავი 15