...იცებს. რას იქმს კეთილი უფალი? თავის მონას, შეუწყნარდება რა, და მისი სულის განმტკიცების სურვილით (რადგან ხედავდა, რომ ის თავის სისუსტეს აცნობიერებს და აღთქმას ირწმუნებს, მხოლოდ რაიმე დადასტურება სურს), ეუბნება: „მომგუარე მე დიაკეული სამისა წლისაჲ და ვაცი სამისა წლისაჲ და ვერძი სამისა წლისა და გურიტი და ტრედი" (). შეხედე, როგორ ადამიანურად უფალი მასთან აღთქმას დებს. როგორც ჩვენ, ადამიანები, ვინმეს როცა რაიმეს აღვუთქვამთ და ჩვენს აღთქმაში დარწმუნება გვსურს, რომ ჩვენს სიტყვებში არ იეჭვოს, რაიმე ნიშანს ან გირაოს ვაძლევთ, რომ მას რომ შეხედავდეს, აღთქმის უცილობელ აღსრულებაში დარწმუნებული ყოფილიყო, — ასევე კაცთმოყვარე უფალიც, როცა აბრაამმა თქვა: „რაჲთა ვცნა?" — ეუბნება: აი, ამასაც გაგიკეთებ: „მომგუარე მე დიაკეული სამისა წლისაჲ და ვაცი სამისა წლისაჲ და ვერძი სამისა წლისა და გურიტი და ტრედი". შეხედე, რა სიმარტივემდე ჩადის ყოვლისკეთილი მეუფე მამამთავრის დასარწმუნებლად. ვინაიდან ძველთ ასეთი ჩვეულება ჰქონდათ — აღთქმების დადებისა და დამტკიცების (როგორც საღვთო წერილი აღწერს ღვთის აღთქმას აბრაამთან), ისიც ღმერთი იმავე გზით მიდის. „ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა" (). უნდა ა...
დაბადებისა 15:9
8. და თქუა: მეუფეო უფალო, რაჲთა ვცნა, ვითარმედ დავიმკჳდრო იგი.9. და ჰრქუა მას: მომგუარე მე დიაკეული სამისა წლისაჲ და ვაცი სამისა წლისაჲ და ვერძი სამისა წლისა და გურიტი და ტრედი.10. ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა ღა დასხნა იგინი პირისპირ ურთიერთას, ხოლო მფრინველნი არა განყუნა.
დაბადებისა თავი 15