...ელის სახით შთამომავლობაც მიანიჭა მას, ამგვარად, მართალს დიდ ნუგეშს აძლევდა და მოთმინებისთვის ჯილდოს ბოძებდა. ხოლო როცა ისმაელი დაიბადა, საღვთო წერილმა, სურდა რა პატრიარქის ასაკი ეჩვენებინა, მისი წლების ზუსტი რიცხვიც მიუთითა და თქვა: „ხოლო აბრაამ იყო ოთხმეოცჳდაექუსთა წელთა, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი აბრაამს" (). მაშ, ახლა ეს და შემდგომი გამონათქვამები განვიხილოთ და კვლავ დავინახოთ, რა დიდი იყო მართლის მოთმინება და რა დიდი და გამოუთქმელი — უფლის კაცთმოყვარეობა. ამას ნათლად დავინახავთ, თუ კვლავ ყურადღებას მივაქცევთ პატრიარქის ცხოვრების წლებსა და იმას, როგორ ყოვლადსახიერი ღმერთი მის ბედს განაგებდა, მუდმივად გამოცდებს უგზავნიდა თავის მორჩილს და ამით მის სულში ღვთის სიყვარულს ამჟღავნებდა. უფალი, რასაკვირველია, თავადვე ნათლად ხედავდა თავისი მორჩილის სათნოებას, მისი სულის სილამაზესა და მანვე კარგად იცოდა ამ მარგალიტის ფასი; მაგრამ სურდა იგი ყველა მისი თანამედროვისთვის ეჩვენებინა, რომ მომდევნო თაობებშიც მართლის სათნოება მსურველთ მოშურნეობისა და მიბაძვისკენ მიეზიდა. ამიტომ ღმერთი ნელ-ნელა ავლენს მართლის სულის სიმდიდრეს, რომ ჩვენც ვისწავლოთ — არასდროს დავკარგოთ რწმენა ღვთის აღთქმებისადმი და არ სასოწარვკვეთოთ მათი აღსრულების დაგვიანების გამო; დ...
დაბადებისა 16:1
1. ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას. და იყო მისი მჴევალი მეგჳპტელი, რომლისა სახელი აგარ.2. და თქუა სარრა აბრაამის მიმართ ქუეყანასა ქანანისასა: აჰა ეგერა, დამჴშა მე უფალმან არა შობად. შევედ უკვე მჴევლისა მიმართ ჩემისა, რათა შვილიერ ვიქმნნეთ მისგან. და ისმინა აბრაამ ჴმისა სარასა.
დაბადებისა თავი 16