დღევანდელი საკითხავი კვლავ იმავე მამამთავრის შესახებ საუბრისკენ გვიხმობს. ნუ გიკვირთ, თუ მისი ისტორიის თხრობას ამდენი დღის განმავლობაში ვაგრძელებთ და დღესაც ვერ შევძლებთ დავასრულოთ. მართლის სათნოებათა დიდი სიმრავლე და მისი სრულყოფილებათა სიდიადე ყველა ადამიანურ ენას აღემატება, რადგან ვისაც თავად ღმერთმა ზეგარდმო გვირგვინი დაადგა და ადიდა, მას ვინ შეძლებს ადამიანთაგან ღირსეულად შეაქოს? მაგრამ, თუმცა ჩვენი სიტყვა მისი ღირსების ბევრად ქვემოთ რჩება, ჩვენი ძალების ფარგლებში მისი ცხოვრების მოვლენებს გადმოვცემთ და გვსურს, რომ მისი სათნოების მიბაძვისადმი მოშურნეობა აღგეძრათ თქვენშიც. მართლაც, ამ კაცის სიბრძნე საკმაოზე მეტია, რომ ყველა ადამიანი დაარიგოს და სათნოების გზაზე მოიზიდოს ყველა, ვინც ყურადღებიანი იქნება. მაშ, გთხოვთ, ყურადღებით მოისმინეთ ჩვენი საუბარი, რათა დღევანდელი საკითხავიდანაც შეიცნოთ მართლის სიბრძნისმოყვარეობა: აქედან შეუძლიათ ისწავლონ მამაკაცებსაც და ქალებსაც — როგორ იცხოვრონ სრული ერთსულოვნებითა და შეინარჩუნონ ქორწინების კავშირი მოუშლელად, — რათა არც ქმარი აღუდგეს ცოლს, არამედ გამოუჩინოს, როგორც უსუსურ ჭურჭელს, ყველანაირ...
დაბადებისა 16:2
1. ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას. და იყო მისი მჴევალი მეგჳპტელი, რომლისა სახელი აგარ.2. და თქუა სარრა აბრაამის მიმართ ქუეყანასა ქანანისასა: აჰა ეგერა, დამჴშა მე უფალმან არა შობად. შევედ უკვე მჴევლისა მიმართ ჩემისა, რათა შვილიერ ვიქმნნეთ მისგან. და ისმინა აბრაამ ჴმისა სარასა.3. და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მჴევალი მისი, მეგჳპტელი აგარ, შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა ქანანისსა, და მისცა იგი აბრაამს, ქმარსა თჳსსა, ცოლად მისსა.
დაბადებისა თავი 16