...უნველობა, არამედ შეეცნო, რა მზრუნველობით სარგებლობდა მართლის თესლის გულისთვის, შეხედე, როგორ ანუგეშებს ანგელოზი, აღადგენს მის სულიერ ძალებს და საკმარის იმედს აძლევს სიხარულისას ამ დამატებული სიტყვებით. „და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი და არა აღირაცხოდის სიმრავლისაგან" (). წინასწარ გიცხადებ, ამბობს, იმასაც, რომ შენი თესლი დიდი იქნება, ისე, რომ აღრიცხვაც შეუძლებელი იქნება. მაშ, ნუ სწუხხარ, ნუ უძლურდებდები სულით, ნუ იშფოთებ აზრებში, არამედ სრული მორჩილება გამოიჩინე. „აჰა შენ მუცელქმულ ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ". იმისთვის, ამბობს, შობასაც წინასწარ გიცხადებ და სახელსაც ვუნიშნავ შენგან შესაშობ ძეს, რომ უფრო მეტი დარწმუნება მიიღო და უკან დაბრუნდე და თავის შეცდომებს გაასწორო. „რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ" ().
ვისწავლოთ აქედან, რა ნაყოფი მოაქვს განსაცდელებს და რა სარგებელი — უბედურებებს. ასე, როცა აგარი წავიდა სარასგან და მისი უბედურება გაიზარდა, როცა მრავალ მწუხარებას განიცდიდა მარტო, უდაბნოში, უკიდურესი გაჭირვების პირობებში, — მას შემდეგ, რაც ასეთი კეთილდღეობით სარგებლობდა, მას შემდეგ, რაც თავისი დედოფლის თანასწო...