...ამედ სრული მორჩილება გამოიჩინე. „აჰა შენ მუცელქმულ ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ". იმისთვის, ამბობს, შობასაც წინასწარ გიცხადებ და სახელსაც ვუნიშნავ შენგან შესაშობ ძეს, რომ უფრო მეტი დარწმუნება მიიღო და უკან დაბრუნდე და თავის შეცდომებს გაასწორო. „რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ" ().
ვისწავლოთ აქედან, რა ნაყოფი მოაქვს განსაცდელებს და რა სარგებელი — უბედურებებს. ასე, როცა აგარი წავიდა სარასგან და მისი უბედურება გაიზარდა, როცა მრავალ მწუხარებას განიცდიდა მარტო, უდაბნოში, უკიდურესი გაჭირვების პირობებში, — მას შემდეგ, რაც ასეთი კეთილდღეობით სარგებლობდა, მას შემდეგ, რაც თავისი დედოფლის თანასწორ პატივში ამაღლებული იყო, — სწორედ ამ მიზეზების გამო მიიღო ასეთი სწრაფი შეწევნაც. იქნება, ამბობს ანგელოზი, ის, რასაც გპირდები: შობ ძეს და შენი თესლი უთვალავი იქნება, „რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ". მაშ, ჩვენც ნუ სულმოკლეობდეთ, როცა გარემოებების თანხვდენა გვიჭერს. მართლაც, ჩვენი ბუნებისთვის ისეთი სასარგებლო არაფერია, როგორც საკუთარი თავის დამდაბლება, ამაყობის შეკავება და ქედმაღლობის დაშრეტა. უფალი სწორედ მაშინ გვისმენს ყველაზე მეტად, როცა მწუხარე სულითა და შემუსვრილი გულით, მოშურნე ლოცვით მოვუხმობთ: **„რ...