...და შემუსვრილი გულით, მოშურნე ლოცვით მოვუხმობთ: „რამეთუ შეისმინა, — ამბობს, — უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ". შემდეგ ანგელოზი წინასწარმეტყველებს აგარის მომავალი ძის ცხოვრების წესს. „ესე იყოს ველური კაცი. ჴელნი მისნი ყოველთა ზედა და ჴელნი ყოველთანი მის ზედა და წინაშე პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაიმკჳდროს" (). წინასწარმეტყველებს, რომ ის მამაცი, მეომარი ადამიანი იქნება, რომელიც ბევრს იშრომებს მიწის დამუშავებაში. მაშ, ყოველივედან, რაც მხევალს შეემთხვა, ხედავ მამამთავრის დიდებას? მხევალზე ასეთი მზრუნველობა ღვთის კეთილგანწყობას აჩვენებს ამ მართლის მიმართ. რჩევა და სახარება რომ მისცა აგარს, ანგელოზი წავიდა. მაგრამ ყურადღება მიაქციე კვლავ მხევლის კეთილგონიერებას. „უწოდა აგარ სახელი უფლისა, მზრახუალსა მას მისსა: შენ, ღმერთო, რომელმან მოიხილე ჩემ ზედა, ვითარმედ სთქუ, და რამეთუ წინაშე ვიხილე გამოჩინებული ჩემდა. ამისთჳს უწოდა ჯურღმულსა მას ჯურღმული, წინაშე ვიხილე, აჰა, საშუალ კადისა და საშუალ ვარადისა" (დაბ 16:13–14). შეხედე, როგორ ადგილის სახელწოდებითაც სურს მისი სამუდამო ხსოვნა შეინახოს. „უწოდა, — ამბობს წერილი, — ადგილს: ჯურღმული, წინაშე ვიხილე". ხედავ, როგორ მხევალი, მისთვის მოვლინებული მწუხარებისგან თანდათან კეთილგონიერი ხდება,...
დაბადებისა 16:12
11. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აჰა შენ მუცელქმულ ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ, რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ.12. ესე იყოს ველური კაცი. ჴელნი მისნი ყოველთა ზედა და ჴელნი ყოველთანი მის ზედა და წინაშე პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაიმკჳდროს.13. უწოდა აგარ სახელი უფლისა, მზრახუალსა მას მისსა: შენ, ღმერთო, რომელმან მოიხილე ჩემ ზედა, ვითარმედ სთქუ, და რამეთუ წინაშე ვიხილე გამოჩინებული ჩემდა.
დაბადებისა თავი 16