აი ჭეშმარიტი ქორწინებული კავშირი, აი ნამდვილი ქმარი, რომელიც ცოლის სიტყვებს დიდ ყურადღებას არ აქცევს, არამედ სქესის სისუსტისადმი შემწყნარებლობას იჩენს და მხოლოდ ერთს ფიქრობს — ყველა მიზეზს მოსპოს სიმწარისა და სახლში ღრმა მშვიდობასა და თანხმობას დაამყაროს. ეს ისმინონ მამაკაცებმა და მიბაძონ მართლის სიმშვიდეს, ასევე პატივი და მოწიწება მიაგონ თავიანთ ცოლებს და იფარონ ისინი, როგორც უსუსური ჭურჭელი, რათა ამით ერთსულოვნების კავშირს განამტკიცონ. მართლაც, ჭეშმარიტი სიმდიდრე და ყველაზე დიდი ბედნიერება იმაშია, როცა ქმარი და ცოლი ერთმანეთთან არ აქვთ უთანხმოება, არამედ შეერთებულნი არიან, როგორც ერთი ხორცი, რადგან „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა" (). ასეთი ცოლ-ქმარი, სიღარიბეშიც რომ ცხოვრობდეს და უცნობი იყოს, ყველაზე ბედნიერი შეიძლება იყოს, რადგან ჭეშმარიტ ბედნიერებას ეზიარებიან და მუდმივ სიმშვიდეში ცხოვრობენ. ხოლო ისინი, ვინც ასეთი თანხმობით ვერ სარგებლობენ, არამედ ეჭვიანობით იტანჯებიან და მშვიდობის სიკეთეს კარგავენ, — ისინი, თუნდაც დიდი სიმდიდრით იყვნენ...
დაბადებისა 16:6
5. და ჰრქუა სარრა აბრაამის მიმართ: ვიუსამარლოები შენგან, მე მოგეც შენ მჴევალი ჩემი წიაღთა შენთა. ხოლო მან იხილა რაჲ, ვითარმედ მუცელქმულ არს, უპატიო-ვიქმენ წინაშე მისსა. საჯენ ღმერთმან შორის ჩემსა და შენსა.6. და თქუა აბრაამ სარრას მიმართ: აჰა, მჴევალი შენი ჴელთა შინა შენთა. იჴუმიე იგი, ვითარ-რაჲმეცა სათნო არს შენდა. და ძჳრი შეაჩუენა მას სარრა. და წარვიდა პირისაგან მისისა7. ხოლო პოვა იგი ანგელოზმან უფლისა ღმრთისამან წყაროსა ზედა წყლისასა უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ზედა გზასა ზედა სურისასა.
დაბადებისა თავი 16