...იმისთვის ეცხადება, რომ აგარმა უბრალო გამვლელ ადამიანად არ ჩათვალოს. იქ უდაბნო იყო და სხვა არავის ვერ ხედავდა. მაშ, იმისთვის, რომ ეცნო, რომ მასთან მოლაპარაკე არა უბრალოდ შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი იყო, ანგელოზი უდაბნოში ეცხადება და შეკითხვას უსვამს. „და თქუა: პირისაგან სარას, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი მე" (). ხედავ, როგორ არ უარყოფს თავისი დედოფლის ხელისუფლებას, არამედ ყველაფერს გულწრფელად აღიარებს. ის, ვინც მეკითხება, ფიქრობს, ადამიანი არ არის, ამიტომ მისი მოტყუება არ შემიძლია. მან ჩემი სახელი უწინ მითხრა, ვიდრე მე ვეტყოდი; დედოფალიც ახსენა; უნდა მეც სიმართლე ვთქვა. „პირისაგან სარას, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი მე". შეხედე, როგორ ახსენებს დედოფალს ყოველგვარი სიძულვილის გარეშე. არ თქვა: მან შემაურაცხყოფა, დამაზარალა და, ვერ ვიტან რა მის სიძულვილს, გავიქეცი. არანაირი საყვედურს არ გამოხატავს სარას მიმართ, არამედ მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს გაქცევაში. ხედავ მის პატიოსნებას? შეხედე, რა უთხრა ანგელოზმა: „და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა მიმართ და დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა" (). აგარის სიტყვებს: „პირისაგან დედოფლისა ჩემისა ვივლტი", ანგელოზი პასუხობს: დ...
დაბადებისა 16:8
7. ხოლო პოვა იგი ანგელოზმან უფლისა ღმრთისამან წყაროსა ზედა წყლისასა უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ზედა გზასა ზედა სურისასა.8. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აგარ, მჴევალო სარასო, ვინაჲ მოხუალ? და სადაჲ წარხუალ? და თქუა: პირისაგან სარას, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი მე.9. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა მიმართ და დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა.
დაბადებისა თავი 16