მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 17:15

14. და წულმან რომელმან არა წინა-დაიცვითოს ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა მისისა, მოისპოს სული იგი ნათესავისაგან მისისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.15. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი.16. ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ.
დაბადებისა თავი 17
15. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 40. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს" (დაბ 17:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სარას სახელის შეცვლა და ძის აღთქმა (17:15-17):

...ყველამ თქვენგანმა სახლებში დაბრუნებულმა ჩვენი სიტყვებიდან რაიმე ნაყოფი მაინც მიიღოს. მაშ, გავაგრძელოთ გუშინდელის შემდეგ მომდევნო და ვნახოთ, წინადაცვეთის მცნების შემდეგ რას ეუბნება პატრიარქს კაცთმოყვარე ღმერთი. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი" (). როგორც შენ, ეუბნება ღმერთი აბრაამს, ასოს მიმატებით მივანიშნე, რომ მრავალი ერის მამა გახდები, ისევე სარას სახელსაც ვურთავ ასოს, რათა იცოდე, რომ ახლა ადრინდელი მრავალი აღთქმის აღსრულების დრო დგება. „ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ" (). სწორედ ამისთვის ვამატებ ასოს, რათა შეიცნო: ჩემ მიერ ნათქვამი ყველაფერი აუცილებლად აღსრულდება, და ნუ სასოწარკვეთილდები, ბუნების უძლურებას რომ ხედავ, არამედ ჩემი ძალის სიდიადეს რომ მოიხედავ, ჩემს სიტყვას მტკიცედ ენდე. „ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ". ადამიანურ ბუნებას აღემატებოდა ეს აღთქმა, და ისეთივე იყო, როგორიც ვინმე ქვებისგან ადამიანთა შექმნას აღგვითქვამდა. მართლაც, შვილთა გაჩენი...

სრულად ნახვა