მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 17:16

15. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი.16. ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ.17. და დავარდა აბრაჰამ პირსა ზედა თჳსსა და განიცინნა და თქუა გონებასა თჳსსა: უკუეთუ ასისა წლისასა ესუას ძე და სარრა ოთხმეოცაათისა წლისამან შუეს.
დაბადებისა თავი 17
16. ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 40. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს" (დაბ 17:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სარას სახელის შეცვლა და ძის აღთქმა (17:15-17):

...ორც შენ, ეუბნება ღმერთი აბრაამს, ასოს მიმატებით მივანიშნე, რომ მრავალი ერის მამა გახდები, ისევე სარას სახელსაც ვურთავ ასოს, რათა იცოდე, რომ ახლა ადრინდელი მრავალი აღთქმის აღსრულების დრო დგება. „ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ" (). სწორედ ამისთვის ვამატებ ასოს, რათა შეიცნო: ჩემ მიერ ნათქვამი ყველაფერი აუცილებლად აღსრულდება, და ნუ სასოწარკვეთილდები, ბუნების უძლურებას რომ ხედავ, არამედ ჩემი ძალის სიდიადეს რომ მოიხედავ, ჩემს სიტყვას მტკიცედ ენდე. „ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ". ადამიანურ ბუნებას აღემატებოდა ეს აღთქმა, და ისეთივე იყო, როგორიც ვინმე ქვებისგან ადამიანთა შექმნას აღგვითქვამდა. მართლაც, შვილთა გაჩენის მხრივ ქვებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ — არც პატრიარქი, სიბერისგან უძლური და შვილთა გაჩენისთვის უუნარო, არც სარა, რომელიც ბერწობის გარდა მოხუცებული და ხანდაზმულიც იყო. თუმცა, მართალი ფიქრობდა, რომ ღვთის ადრინდელი აღთქმა ისმაელზე უნდა აღსრულებულიყო, ვინაიდან ნათქვამი იყო მხოლოდ: „შენ და თესლსა შენსა" მივცემ ამ ქვეყანას, და არ იყო ნაჩვენები, რომ ეს სიტყვები...

სრულად ნახვა