მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 17:19

18. და თქუა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ: ისმაილ ესე ცხოვნდინ წინაშე შენსა.19. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, აჰა, ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი მისსა მიმართ აღთქუმად საუკუნოდ ყოფად მე მისდა ღმერთად და თესლისა მისისა მის თანა.20. ხოლო ისმაილისთჳს, აჰა, ვისმინე შენი, აჰა, ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად.
დაბადებისა თავი 17
19. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, აჰა, ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი მისსა მიმართ აღთქუმად საუკუნოდ ყოფად მე მისდა ღმერთად და თესლისა მისისა მის თანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 40. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს" (დაბ 17:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაამის რწმენა და ისაკის აღთქმის აღსრულება (17:19-21):

...სრულად დარწმუნდი. აჰა, სარა, შენი ცოლი, რომელზეც ფიქრობ, რომ ბერწობისა და სიბერისა გამო შობა აღარ შეუძლია, შეგიძენს ძეს. და, რომ არანაირად არ შეგეპაროს ეჭვი, აჰა, მომავალი ძის სახელსაც წინასწარ გეტყვი: ისაკს დაარქმევ. „და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი მისსა მიმართ აღთქუმად საუკუნოდ... და თესლისა მისისა მის თანა" (). ეს არის სწორედ ის, რომლის შესახებაც აღთქმა თავიდანვე მოგეცი; მასზე აღსრულდება ჩემი აღთქმები. ამიტომ წინასწარ გეუბნები არამხოლოდ იმას, რომ დაიბადება, არამედ იმასაც, თუ რა დაარქმევ მას, და იმასაც, რომ მასთან დავდებ ჩემს აღთქმას, და არა მხოლოდ მასთან, არამედ „თესლისა მისისა მის თანა" (). შემდეგ, ყოველთვის უხვი ნიჭებით და ჩვენს თხოვნებს მეტისმეტად აღმასრულებელმა უფალმა, მართლის სულის აღძრით, თავისი აღთქმებით ამ მოხუცის თითქოს ახალგაზრდად ქცევითა და თავისი სიტყვებით თითქოს მკვდრის გაცოცხლებით, გაუმრავლა ქველმოქმედება და უთხრა: რაც აღგითქვი, იმას აღვასრულებ; და იმავდროულად ისმაელის შესახებ შენი თხოვნაც შევისმინე. მოვისმინე შენი ლოცვა, „ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად" ()....

სრულად ნახვა