...ოს ახალგაზრდად ქცევითა და თავისი სიტყვებით თითქოს მკვდრის გაცოცხლებით, გაუმრავლა ქველმოქმედება და უთხრა: რაც აღგითქვი, იმას აღვასრულებ; და იმავდროულად ისმაელის შესახებ შენი თხოვნაც შევისმინე. მოვისმინე შენი ლოცვა, „ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად" (). რადგან ის შენი თესლია, ამბობს ღმერთი, ისე „განვამრავლო იგი", რომ თორმეტი ერი წარმოიშვება მისგან. „ხოლო აღთქუმაჲ ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელი გიშვეს შენ სარრა ჟამსა ამას წელიწადსა მეორესა" (). ახლა კი შეხედე, საყვარელო, როგორ ერთ წამში მიიღებს მართალი ჯილდოს მთელი წინა დროისთვის; და აღსრულდება სიტყვა, ქრისტეს მიერ მოწაფეთა ნათქვამი: „და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ... სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს" (). მართლაც, წარმოიდგინე, როგორ ეს მართალი, უფლის ბრძანებას მზადყოფნით რომ დაემორჩილა, საკუთარი სამშობლო დატოვა, უცხოეთი სამშობლოზე მეტად შეიყვარა, როგორ გამოავლინა დიდი მოთმინება და თანდათანობით სათნოების არაჩვეულებრივ სიმაღლეს მიაღწია, და...
დაბადებისა 17:20
19. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, აჰა, ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი მისსა მიმართ აღთქუმად საუკუნოდ ყოფად მე მისდა ღმერთად და თესლისა მისისა მის თანა.20. ხოლო ისმაილისთჳს, აჰა, ვისმინე შენი, აჰა, ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად.21. ხოლო აღთქუმაჲ ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელი გიშვეს შენ სარრა ჟამსა ამას წელიწადსა მეორესა.
დაბადებისა თავი 17