...ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად"** (). რადგან ის შენი თესლია, ამბობს ღმერთი, ისე „განვამრავლო იგი", რომ თორმეტი ერი წარმოიშვება მისგან. „ხოლო აღთქუმაჲ ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელი გიშვეს შენ სარრა ჟამსა ამას წელიწადსა მეორესა" (). ახლა კი შეხედე, საყვარელო, როგორ ერთ წამში მიიღებს მართალი ჯილდოს მთელი წინა დროისთვის; და აღსრულდება სიტყვა, ქრისტეს მიერ მოწაფეთა ნათქვამი: „და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ... სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს" (). მართლაც, წარმოიდგინე, როგორ ეს მართალი, უფლის ბრძანებას მზადყოფნით რომ დაემორჩილა, საკუთარი სამშობლო დატოვა, უცხოეთი სამშობლოზე მეტად შეიყვარა, როგორ გამოავლინა დიდი მოთმინება და თანდათანობით სათნოების არაჩვეულებრივ სიმაღლეს მიაღწია, და ამისთვის ისეთი დიდების ღირსი გახდა, რომ მისი შთამომავლობა ვარსკვლავთა სიმრავლეს გაუტოლდა. ხოლო თუ საფუძვლიანად ვიმსჯელებთ, არა მხოლოდ ასჯერ, არამედ ათი ათასჯერ მეტი მიიღო. თუ აქ ასეთი დიდი ჯილდოს ღირსი გახდა, მაშინ რა სიტყვას შეუძლია აღწეროს იმქვეყნიური ს...
დაბადებისა 17:21
20. ხოლო ისმაილისთჳს, აჰა, ვისმინე შენი, აჰა, ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად.21. ხოლო აღთქუმაჲ ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელი გიშვეს შენ სარრა ჟამსა ამას წელიწადსა მეორესა.22. დაასრულა მეტყუელმან მისსა მიმართ და ამაღლდა უფალი აბრაჰამისაგან.
დაბადებისა თავი 17