შენიშნე, საყვარელო, როგორ ახლაც ღმერთი ყველაფერს ნათლად წინასწარმეტყველებს მართლისთვის, და რომ კიდევ უფრო დიდი დარწმუნება მისცეს, მის სახელს ახალ ასოს უმატებს და ამბობს: „იყო შენ მამაჲ მრავალთა თესლთა, არა გეწოდოს მერმეცა სახელი შენი აბრამ, არამედ აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ". მისი წინანდელი სახელი (აბრამ) „გადასახლებას" ნიშნავდა (სიტყვა „აბრამ" ებრაულად „გადმოსახლებულს" ნიშნავს, როგორც ამ ენის მცოდნენი განმარტავენ); და რადგან ის თავისი მიწიდან ქანაანისკენ უნდა გამოსულიყო, მშობლებმა ეს სახელი დაარქვეს. ვინმე იტყვის: მშობლები ხომ ურწმუნონი იყვნენ; საიდან ჰქონდათ ასეთი წინასწარმეტყველება, რომ თავად სახელში გამოხატეს ის, რაც დიდი ხნის შემდეგ უნდა მომხდარიყო? ეს არის ღვთის განგების სიბრძნის საქმე, რომელიც ხშირად ურწმუნოთა მეშვეობითაც მოაწყობს ამგვარ შემთხვევებს. მსგავსი ბევრჯერ მომხდარა, როგორც ვხედავთ, სხვებთანაც; ახლა სწორედ ნოეს სახელდება გვახსენდება. მასაც არა უბრალოდ და არა შემთხვევით დაარქვეს მშობლებმა ეს სახელი, არამედ ხუთასი წლით ადრე წინასწარნიშნეს მომავალი წარღვნა. ხოლო რომ ნოეს მამამ არა...
დაბადებისა 17:9
8. მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ.9. და თქუა უფალმან აბრაჰამის მიმართ ხოლო შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიცვა, შენ და თესლმან შენმან ნათესავთა შინა მათთა.10. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხო შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავთამდე,
დაბადებისა თავი 17