მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 17:8

7. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი შორის ჩემსა და შორის შენსა და შორის თესლისა შენისა ნათესავთა მიმართ მათთა აღთქუმად საუკუნოდ, ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა ქუეყანასა, რომელსა ჰმსხეობ, ყოველი ქუეყანაჲ ქანანისაჲ.8. მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ.9. და თქუა უფალმან აბრაჰამის მიმართ ხოლო შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიცვა, შენ და თესლმან შენმან ნათესავთა შინა მათთა.
დაბადებისა თავი 17
8. მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. „აბრამ" და „აბრაჰამ" სახელთა მნიშვნელობა (17:7-9):

...ვამს რა, რომ დიდ განგებას გამოავლენს მისი შთამომავლობის მიმართაც. რაშია აღთქმის ძალა? „ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა", — ამბობს. ეს იქნება ყველა სიკეთეთა შორის უდიდესი შენთვისაც და შენი შთამომავლობისთვისაც. „მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ" (). შენი სათნოებისთვის შენი შთამომავლებიც ისარგებლებენ ჩემი განგებით, და მივცემ მათ ქანაანის მიწას „სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ". რას ნიშნავს: „ვიყო მათდა ღმერთ"? ეს ნიშნავს, რომ მათ მიმართ დიდ მზრუნველობასა და განგებას გამოვავლენ, ყველაფერში ჩემს შეწევნას ვუჩვენებ; ოღონდ „შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიცვა, შენ და თესლმან შენმან ნათესავთა შინა მათთა" (). სხვას არაფერს მოვითხოვ თქვენგან, მორჩილებისა და მადლიერების გარდა; ხოლო მე ყველაფერს, რაც აღვუთქვი, აღვასრულებ.

4. წინადაცვეთა — აღთქმის ნიშანი (17:10-14)

მაგრამ სურდა რა აბრაამის შთამომავლობა თავისთვის შეეთვისებინა და თავის ხალხად გაეხადა, ღმერთს არ სურდა, დროთა განმავლობაში, როცა ისინი გამრავლდებოდნენ, იმ ხალხებში აღრეულიყვნენ, რომელთა მიწის მემკვიდრენიც უნდა გამხდარიყვნენ; შემდეგ რადგან მისი წინასწარმეტყველები...

სრულად ნახვა