მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 18:12

11. ხოლო აბრაჰამ და სარრა მოხუცებულ იყვნეს, გარდასრულ დღეთა. და მოკლებულ იყო სარრა წესისაგან დედათასაჲ.12. ხოლო განიცინნა სარრა მეტყუელმან: თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს.13. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაამს: რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ?
დაბადებისა თავი 18
12. ხოლო განიცინნა სარრა მეტყუელმან: თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს.
საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სტუმართმოყვარეობის ნაყოფი და ძის აღთქმა (18:7-15):

შეხედე, როგორ კეთდება ყველაფერი სისწრაფით, ცხელი მოშურნეობით, გულითადობით, სიხარულითა და დიდი სიამოვნებით. „და ისწრაფა, — ნათქვამია, — შექმნად მისა" (დაბ 18:7–8). მაგრამ ამის შემდეგაც არ დამშვიდდა მოხუცი, არამედ კვლავ მსახურთა რიგში დადგა. „და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ" (). თავად ყველაფერს აკეთებს და წინ უდგამს. მან თავის თავი ღირსადაც კი არ მიიჩნია, რომ მათთან ერთად დამჯდარიყო, არამედ, სანამ ისინი ჭამდნენ, იგი მათ წინაშე იდგა ხის ქვეშ. რა დიადი სტუმართმოყვარეობა! რა ღრმა თავმდაბლობა! რა ამაღლებული, ღვთისმოყვარე სული! სანამ ისინი ჭამდნენ, ეს ასწლიანი ადამიანი მათ წინაშე იდგა. მგონია, რომ დიდი სიხარულისა და გულითადობის გამო იგი მაშინ თავისი უძლურების ზემოთ აღმაღლდა და თითქოს ახალი ძალები მოეცა. მართლაც, ხშირად ხდება, რომ სულის ცხელი მოშურნეობა, როცა გაძლიერდება, სხეულის უძლურებას ამარცხებს. მაშ, მამამთავარი იდგა, როგორც მონა, თავისთვის უდიდეს პატივად მიაჩნდა, რომ სტუმრებისთვის მომსახურებისა და მათი ძნელი გზის შემდეგ მოსვენების ღირსი შეიქნა. ხედავ, რა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის