1. ქანქართა იგავი და მასწავლებლის მოვალეობა
ნელა და უხალისოდ ვიწყებ დღეს სიტყვის წარმოთქმას. როცა ვფიქრობ, რომ ყოველდღიურად ვასწავლით, ვაფრთხილებთ, სულიერ ტაბლას გთავაზობთ, მაგრამ ამის მიუხედავად ბევრი მათგანი, ვინც აქ მოდის და ამ სულიერ აღშენებაში, ამ საკვირველსა და საშინელ ტაბლაზე მონაწილეობს, მთელ დღეებს ცხენის რბოლებზე ატარებს და ამგვარად ჩვენი მზრუნველობისგან ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს, არამედ ჩვევისამებრ, ეშმაკის პირველივე ჩაგონებით, ამ ურჯულო სანახაობებზე ჩქარობს და თავის თავს...