მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 18:26

25. არა სადა ჰყო შორის სიტყჳსა მისებრ მოკუდინებაჲ მართლისა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? ნუ სადა რომელი სჯი ყოველსა ქუეყანასა, ნუ ჰყოფ სასჯელსა.26. და თქუა უფალმან ღმერთმან: უკუეთუ იყვნენ ერგასისნი მართალნი სოდომთ ქალაქთა შინა, დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს.27. და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ.
დაბადებისა თავი 18
26. და თქუა უფალმან ღმერთმან: უკუეთუ იყვნენ ერგასისნი მართალნი სოდომთ ქალაქთა შინა, დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს.
საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აბრაამის შუამდგომლობა სოდომისთვის (18:22-31):

ხედავ სათნოების სრულყოფილებას? დავითი არამხოლოდ არ იღებდა იმას, რასაც სხვებზე ეუბნებოდნენ, არამედ იმასაც განდევნიდა, ვინც ძმის ცილისწამებას ცდილობდა. მაშ, თუ ჩვენც გვსურს ცოდვები შევამციროთ, ყველაზე მეტად იმაზე ვიზრუნოთ, რომ ძმებს არ გავიკითხავთ, ხოლო მათზე ცილისმწამებლებს ჩვენთან არ მივუშვებთ, ან კიდევ უკეთესი — წინასწარმეტყველის მაგალითით, ჩვენგან განვდევნით და სრულიად ზურგს შევაქცევთ. იგივეს, ვფიქრობ, გამოხატავს წინასწარმეტყველი მოსეც, სიტყვებით: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო". ამიტომაც ახლანდელ შემთხვევაში ჩვენი სულების სასარგებლოდ ყველაფრის მეუფემ ასეთი გრძნობად-ხატოვანი გამოთქმა გამოიყენა და ბრძანა: „გარდავიდე... ვიხილო". სხვა როგორ? ნუთუ არ იცოდა? ნუთუ ცოდვათა მთელი სიმრავლე არ ეცოდინებოდა? ნუთუ არ ესმოდა ცოდვაში ჩაცვენილთა სრული გამოუსწორებლობა? მაგრამ ის ისეთ სულგრძელობას ავლენდა, თითქოს წინასწარ თავს იმართლებდა მათ წინაშე, ვისაც შემდგომ თავხედურად ბრალის წაყენება მოინდომებდნენ, ამხელდა მათ სიმსუბუქეს და სათნოების დიდ ნაკლებობას. და, ალბათ, არამხოლოდ ამისთვის მოიქცა ასე, არამედ იმისთვისაც, რომ მართალს შემთხვევა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის