...დაბ 18:26). ორმოცდაათ მართალს, ამბობს, თუ იპოვებიან, ვაჩუქებ დანარჩენთა ხსნას, და შენს თხოვნას შევასრულებ. მაშინ მართალი, გამბედაობა რომ იგრძნო და ღვთის კაცთმოყვარეობით სარგებლობდა, თხოვნაში უფრო შორს მიდის და ამბობს: „აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ" (). ნუ განმსჯი, უფალო, ამბობს, თითქოს საკუთარ თავს არ ვიცნობ და საზღვრებს გადავცდები, ასეთ დიდ კადნიერებასას რომ ვაჩვენებ: მე ვიცი, რომ მიწა ვარ და ნაცარი. მაგრამ როგორც ამას ვიცი და კარგად ვაცნობიერებ, ისევე ვიცი, რომ შენი კაცთმოყვარეობა დიდია, რომ მოწყალებით მდიდარი ხარ და გნებავს ყოველთა კაცთა ცხონებაჲ. ადამიანები რომ არაფრისგან შეიქმენი, ნუთუ ინდომებდი ოდესმე მათ, უკვე არსებულთა, განადგურებას, მათი ცოდვების სიმრავლე რომ არ ყოფილიყო ასეთი? ამიტომ კვლავ ვთხოვ და ვევედრები: „უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო" (). ვინ შეაქებს ღირსეულად ყველაფრის მეუფეს ასეთი სულგრძელობისა და შეწყნარებისთვის, ან ვინ საკმარისად შეანატრებს მართალს, რომელმაც ასეთი კადნიერება მიიღო?...
დაბადებისა 18:27
26. და თქუა უფალმან ღმერთმან: უკუეთუ იყვნენ ერგასისნი მართალნი სოდომთ ქალაქთა შინა, დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს.27. და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ.28. უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო.
დაბადებისა თავი 18