მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 18:32

31. და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა და თქუა: უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს.32. და თქუა: ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს.33. და წარვიდა უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა.
დაბადებისა თავი 18
32. და თქუა: ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მართალთა ძალა და სოდომის სასჯელის დარიგება (18:32-33):

...ანი, თანასწორი ადამიანების განსჯისას ასეთ შეწყნარებასა და კაცთმოყვარეობას გამოიჩენდა?

5. მართალთა ძალა და სოდომის სასჯელის დარიგება (18:32-33)

მაგრამ ეს მართალი, ღვთის კაცთმოყვარეობის ასეთ სიმდიდრეს რომ ხედავს, ჯერ კიდევ არ ჩერდება, არამედ კვლავ ამბობს: „ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა" ()? ღვთის გამოუთქმელი სულგრძელობა გამოცადა რა და შიშობს, რომ უკვე არ აღძრას თავის წინააღმდეგ იმის რისხვა, ვის წინაშეც სხვებისთვის შუამდგომლობდა, პატრიარქი ამბობს: „ნუ რაჲ, უფალო"? უგუნურად ხომ არ ვიქცევი? ხომ არ ვავლენ რამე თავხედურს? ხომ არ ვაკეთებ გაკიცხვის ღირს საქმეს, „უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა"? მაგრამ შენი დიდი სახიერებით, მიიღე ჩემგან კიდევ ერთი ვედრება: „იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს". და, რადგან პატრიარქმა წინასწარ თქვა — კიდევ „ერთგზის-ღა ვიტყოდი", „წარვიდა, — ნათქვამია, — უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა" (). ხედავთ უფლის მთელ შეწყნარებას? ხედავთ მართლის მხურვალე სიყვარულს? გესმით ახლა, რა ძალა აქვთ სათნოებაში მოღვაწე ადამიანებს? „უკუეთუ ვპოვო, — ამბობს უფალი, — ათი მართალი", მათთვის ყველ...

სრულად ნახვა