...დი მერმე ერთგზის-ღა"**? მაგრამ შენი დიდი სახიერებით, მიიღე ჩემგან კიდევ ერთი ვედრება: „იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს". და, რადგან პატრიარქმა წინასწარ თქვა — კიდევ „ერთგზის-ღა ვიტყოდი", „წარვიდა, — ნათქვამია, — უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა" (). ხედავთ უფლის მთელ შეწყნარებას? ხედავთ მართლის მხურვალე სიყვარულს? გესმით ახლა, რა ძალა აქვთ სათნოებაში მოღვაწე ადამიანებს? „უკუეთუ ვპოვო, — ამბობს უფალი, — ათი მართალი", მათთვის ყველას ცოდვების მიტევებას ვაჩუქებ. მაშ, მართალი არ ვთქვი, რომ ეს ყოველივე იმისთვის მოხდა, რომ არანაირი საბაბი არ დარჩენილიყო საყვედურისთვის მათთვის, ვისაც თავხედურად განსჯიდა ამ მოვლენებს? ხომ ბევრი უგუნურია, ენააუშვებელი, რომელსაც ღვთის მსჯავრის შეგინება სურს და ამბობენ: „რატომ დაიწვა სოდომი? ისინი, შეიძლება, მოინანიებდნენ კიდეც, სულგრძელობა რომ გაეწიათ მათთვის." სწორედ ამიტომ ღმერთი ასეთ ბოროტების გამრავლებას აჩვენებს და ასეთ სათნოების ნაკლებობას ხალხის ასეთ სიმრავლეში, რომ მეორე ისეთი წარღვნა იყო საჭირო, როგორიც ადრე დაფარა ქვეყნიერება. მხოლოდ ღვთის აღთქმის გამო, რომ ასეთი სასჯელი აღარ განმეორდება, ღმერთი ახლა სხვა სახის სასჯელს იყენებს: ერთდრო...
დაბადებისა 18:33
32. და თქუა: ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს.33. და წარვიდა უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა.
დაბადებისა თავი 18