მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:16

15. და ვითარ ცისკარი იქმნა, და ასწრაფობდეს ანგელოზნი ლოთს მეტყუელნი: აღდეგ, მიიყუანე ცოლი შენი და ორნი ასულნი შენნი, რომელნი გისხენ, და განვედ, რათა არა თანა წარსწყმდე უსჯულოებათა ქალაქისათა.16. და აღშფოთნეს და უპყრეს ანგელოზთა ჴელსა მისა და ჴელსა ცოლისა მისისასა და ჴელსა ასულთა მისთასა რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა.17. და იყო, რაჟამს გამოიყუანეს იგინი გარე და ჰრქუეს: ცხოვნებით იცხოვნე სული შენი, ნუ უკმოიხედავ უკუღმართ. ნუცა დასდგები ყოველსა შინა გარემო სოფლებთა, არამედ მთად კერძო ივლტოდე, ნუუკუე თანა შეეპყრა.
დაბადებისა თავი 19
16. და აღშფოთნეს და უპყრეს ანგელოზთა ჴელსა მისა და ჴელსა ცოლისა მისისასა და ჴელსა ასულთა მისთასა რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სოდომის დაქცევა და ლოტის ცოლის სასჯელი (19:14–26):

...არჩენებთან ერთად დაიღუპებიან. ნუ აყოვნებ, რომ თავადაც არ დაიღუპო ურჯულოებთან ერთად. და აღშფოთდნენ, ეს რომ გაიგეს, ლოტი, ცოლი და ასულები. „აღშფოთნეს", ნათქვამია, ესე იგი, შეეშინდათ, დიდი შიშით აივსნენ, აღელდნენ ამ მუქარისგან. მაშინ ანგელოზებმა, მართალზე ზრუნავდნენ რა, „უპყრეს, — ნათქვამია, — ჴელსა მისა" (). ახლა წერილი მათ აღარ ასახელებს ჩვეულებრივ ადამიანებად, არამედ, რადგან სასჯელის დაწევა უნდოდათ, პირდაპირ ანგელოზებს უწოდებს და ამბობს: „უპყრეს ჴელსა მისა და ჴელსა ცოლისა მისისასა და ჴელსა ასულთა მისთასა რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა". ხელის შეხებით ამხნევებდნენ, სულს უმაგრებდნენ, რომ შიშს არ დაესუსტებინა მათი ძალა. ამიტომაც განმარტა წერილმა: „რიდებასა მას უფლისასა". რადგან, ამბობს, უფალმა ლოტი ხსნის ღირსად მიიჩნია, ანგელოზებიც, მათი სულის გამაგრების სურვილით, ხელს უჭერენ და, გარეთ გამოჰყავთ რა, „ჰრქუეს:... ცხოვნებით იცხოვნე სული შენი, ნუ უკმოიხედავ უკუღმართ. ნუცა დასდგები ყოველსა შინა გარემო სოფლებთა, არამედ მთად კერძო ივლტოდე, ნუუკუე თანა შეეპყრა" (). რადგან, ამბობენ, ჩვენ ამ ურჯულოთაგან გაგათავისუფლეთ, უკან აღარ მოიხედო და ნუ მოინდომებ იმის ნახვას, რაც მათ დაატყდება...

სრულად ნახვა