...: რომ ქალაქზე დამტეხილმა სასჯელმა არ დამეწიოს და მათთან ერთად არ დავიღუპო, დამიტოვეთ ეს ახლომდებარე ქალაქი. ეს ქალაქი თუმცა ღარიბია და პატარა, მაგრამ, მასში გადავრჩე რა, შემიძლია შემდეგ უსაფრთხოდ ვიცხოვრო იქ. „და თქუა მან: აჰა, დამიკჳრდა პირი შენი ამასცა ზედა სიტყუასა, არა დავაქციო ქალაქი, რომლისათჳს სთქუ" (). მივიღე, ამბობს ანგელოზი, შენი ვედრება და აღვასრულებ მას; მოგცემ თხოვნილს და შენთვის ვიხსნი იმ ქალაქს. „ისწრაფე შენ" და დასახლდი იქ და გადარჩი (). ვერაფერს გავაკეთებ, სანამ შენ იქ არ მიხვალ: „რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ". ვზრუნავ, ამბობს, შენს ხსნაზე და შენს ჩასვლას დაველოდები, და მხოლოდ მაშინ დავტეხავ სოდომელებზე სასჯელს. „და მზე მოეფინა ქუეყანასა ზედა და ლოთი შევიდა სეგორად" (). მზის ამოსვლის ახლოს მოასწრო ქალაქში მისვლა, და მისი შესვლისთანავე ურჯულოებმა სასჯელი დაიტეხეს თავზე: „და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით, და დააქცია ყოველნი ესე ქალაქნი და ყოველი სანახები და მოსწყდეს ყოველნი მეფენი მის ქალაქისანი და ყოველი მცენარე ქუეყანისა" (და...
დაბადებისა 19:21
20. აჰა ესერა, ქალაქი ესე ახლოს არს მივლტოლად ჩემდა მუნ, რომელ არს მცირე, და მუნ განვერე, და ცხოვნდეს სული ჩემი შენ ძლით.21. და თქუა მან: აჰა, დამიკჳრდა პირი შენი ამასცა ზედა სიტყუასა, არა დავაქციო ქალაქი, რომლისათჳს სთქუ.22. ისწრაფე შენ მიწევნად მუნ, რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ. ამისთჳს უწოდა სახელი ქალაქსა მას სეგორ.
დაბადებისა თავი 19