მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:23

22. ისწრაფე შენ მიწევნად მუნ, რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ. ამისთჳს უწოდა სახელი ქალაქსა მას სეგორ.23. და მზე მოეფინა ქუეყანასა ზედა და ლოთი შევიდა სეგორად.24. და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით.
დაბადებისა თავი 19
23. და მზე მოეფინა ქუეყანასა ზედა და ლოთი შევიდა სეგორად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სოდომის დაქცევა და ლოტის ცოლის სასჯელი (19:14–26):

...დაბ 19:22). ვერაფერს გავაკეთებ, სანამ შენ იქ არ მიხვალ: „რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ". ვზრუნავ, ამბობს, შენს ხსნაზე და შენს ჩასვლას დაველოდები, და მხოლოდ მაშინ დავტეხავ სოდომელებზე სასჯელს. „და მზე მოეფინა ქუეყანასა ზედა და ლოთი შევიდა სეგორად" (). მზის ამოსვლის ახლოს მოასწრო ქალაქში მისვლა, და მისი შესვლისთანავე ურჯულოებმა სასჯელი დაიტეხეს თავზე: „და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით, და დააქცია ყოველნი ესე ქალაქნი და ყოველი სანახები და მოსწყდეს ყოველნი მეფენი მის ქალაქისანი და ყოველი მცენარე ქუეყანისა" (დაბ 19:24–25). ნუ მოგეჩვენება, საყვარელო, უცნაურად სიტყვათა ასეთი შეხამება; ასეთია წერილის თავისებურება, და ხშირად ასე განურჩევლად ხმარობს სიტყვებს, — რასაც ამჟამინდელ შემთხვევაშიც ვხედავთ. ნათქვამია: „უფალმან აწჳმა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით", რათა ეჩვენებინა, რომ თავად უფალმა დატეხა ეს სასჯელი და არა მხოლოდ „ქალაქნი დააქცია და ყოველი სანახები და ყოველნი მცხოვრებნი", არამედ „ყოველი მცენარე ქუეყანისაც" მოსპო. რადგან ადამიანებმა, ამ მიწაზე რომ ცხოვრობდნენ, ურჯულოების ბევრი ნაყოფი გამოიღეს, ამიტომ მე, ამბ...

სრულად ნახვა