...ადღებით, მის უფრო დიდ კეთილგანწყობას ვეღირსოთ. შემდეგ, თუ გნებავთ, მივუბრუნდეთ დღევანდელი საკითხავის თანამიმდევრობას. „აღვიდა ლოთ სეგორით, — ამბობს წერილი, — და დაჯდა იგი მთასა ზედა და ასულნი მისნი მის თანა, რამეთუ შეეშინა დამკჳდრებად სეგორს შინა. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მისნი მის თანა" (). მართალი, ჯერ კიდევ ძლიერ შეშინებული სოდომის მცხოვრებთა სასჯელის გამო, შორს მიდის და „მთაზე" სახლდება, როგორც ნათქვამია, ქალიშვილებთან ერთად. ასე რომ, სრულ უდაბნოსა და მარტოობაში დარჩა, მხოლოდ ორი ქალიშვილით, მთაზე დამკვიდრებული. „ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას, — ამბობს წერილი, — მამაჲ ჩუენი მოხუცებულ არს და ქუეყანასა ზედა არა არს, ვინმცა შემოვიდა ჩუენდა, ვითარცა-იგი არს წესი, რათა მკჳდროან იქმნეს ყოვლისა ქუეყანისაჲ. მოვედ და ვასუათ ღჳნოჲ მამასა ჩუენსა და დავწვეთ მის თანა და აღვადგინოთ თესლი მამისაგან ჩუენისა" (დაბ 19:31–32). მოწიწებითა და დიდი შიშით, საყვარელნო, მოვუსმინოთ საღვთო წერილის თხრობას. მასში არაფერია უმიზეზოდ და ტყუილად დაწერილი, არამედ ყველაფერი სარგებლითა და ჩვენი სასიკეთოდ, თუმცა ბევრ რამეს ვერ ვხვდებით, რადგან ყველაფრის ზუსტად ცოდნა არ შეგვიძლია, და, თუმცა ვცდილობთ, რამდენადაც შეგვიძლია, ზოგიერთი ადგილ...
დაბადებისა 19:3
2. და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა. და თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა დავივანოთ.3. და აიძულა მათ და მოაქციეს მისსა მიმართ და შევიდეს სახედ მისსა. და უქმნა მათ სასუმელი და უცომონი წარუცნა მათ და ჭამეს პირველ დაძინებისა.4. და კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარე მოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად.
დაბადებისა თავი 19