მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:2

1. ხოლო მოვიდეს ორნი ანგელოზნი მიმწუხრი და ლოთ ჯდა წინაშე ბჭეთა სოდომისთა. და იხილნა რაჲ ლოთ, აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა.2. და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა. და თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა დავივანოთ.3. და აიძულა მათ და მოაქციეს მისსა მიმართ და შევიდეს სახედ მისსა. და უქმნა მათ სასუმელი და უცომონი წარუცნა მათ და ჭამეს პირველ დაძინებისა.
დაბადებისა თავი 19
2. და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა. და თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა დავივანოთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაამის შუამდგომლობა და სოდომის დაქცევა (19:27–29):

...ი არიან. საღვთო წერილი, რათა გვეჩვენებინა, რომ სულიწმიდის მადლმა მაშინვე აცნობა მას ის, რისი ცოდნაც სურდა, და მართალი გაათავისუფლა საზრუნავისგან, რომელიც ლოტის გამო ჰქონდა, ამბობს: „და იყო, დაქცევასა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ და გამოიყუანა ლოთ შორის დაქცევისა მის" (). რას ნიშნავს „მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ"? იგულისხმება ის შუამდგომლობა, რომელიც სიტყვებით გამოთქვა: „ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა" (). მაგრამ როგორ, იკითხავს ვინმე, მართალი ლოტი მამამთავრის შუამდგომლობით გადარჩა და არა საკუთარი სიმართლით? დიახ, მამამთავრის შუამდგომლობითაც. როცა ჩვენ თავად ვიმსახურებთ, მაშინ მართალთა შუამდგომლობაც დიდ სარგებელს მოგვიტანს. პირიქით, თუ თავად ვდაუდევრობთ და ცხონების მთელ იმედს მხოლოდ მართლებზე ვამყარებთ, ამისგან ჩვენთვის უკეთესი არ იქნება — არა იმიტომ, რომ მართლები უძლურნი არიან, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარი დაუდევრობით ვღუპავთ თავს.

2. შუამდგომლობა და პირადი მოვალეობა

და, რათა იცოდე, რომ როცა თავად ვუდარდელობთ, თუნდაც მართლები ან წინასწარმეტყველები იყვნენ ჩვენი შუამდგომლები, ამისგან ჩვენთვის არანაირი სარგებელი არ არის (მათი...

სრულად ნახვა
საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. საკუთარ საქმეებზე დაფუძნებული ცხონების იმედი (19:1–2):

...ნგელოზები იყვნენ; არამედ იფიქრე იმაზე, რომ მართალმა ჯერ არ იცოდა ეს, მათ როგორც უცნობ, გამვლელ ადამიანებს იღებდა და ამ აზრით ხელმძღვანელობდა მაშინ თავის საქციელში. „და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა" (). საკმარისია ეს სიტყვები, რომ დავინახოთ მართლის სულში შემონახული სათნოება. როგორ არ უნდა გაოცდე მისი ღრმა თავმდაბლობით და იმ ცხელი მოშურნეობით, რომელსაც სტუმართმოყვარეობაში ავლენდა! „აჰა, უფალნო, — ამბობს, — მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა". მათ უფლებს უწოდებს, თავის თავს კი — მათ მონას. ყურადღებით მოუსმინეთ, საყვარელნო, ამ სიტყვებს, და თავადაც ასე მოქცევა ვისწავლოთ. სახელოვანი, ცნობილი, ასეთ სიმდიდრეში მცხოვრები სახლის პატრონი უფლებს უწოდებს მგზავრებს — უცხოებს, უცნობებს, უბრალო გარეგნობის ხალხს, გამვლელებს, არანაირი ნათესაობით მასთან დაკავშირებულებს: „მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ", — ამბობს. დადგა საღამო, ამბობს; მომისმინეთ და გაიმსუბუქეთ დღის დაღლილობისგან, დაისვენეთ თქვენი მონის სახლში. ნუთუ, ამბობს, რაიმე განსაკუთრებულს გპირდებით? „დაიბანენით ფერჴნი", მგზავრობით დაღლილნი,...

სრულად ნახვა