...ვარს, ნუ წამოიწყებთ ამ საძაგელ საქმეს, ნუ უკუაგდებთ თავად ბუნებას, ნუ მოიგონებთ ბუნებასაწინააღმდეგო შერევას. თუ უკვე გინდათ თქვენი აღშფოთებული ვნებების დაკმაყოფილება, მე მოგაწვდით ამისთვის ისეთ საშუალებას, რომ თქვენი დანაშაული უფრო მსუბუქი იყოს: „რამეთუ არიან ჩემნი ორნი ასულნი, რომელთა არღა უცნიეს მამაკაცნი" (). ჯერ არ გამოუცდიათ, ამბობს, ქორწინებრივი თანაცხოვრება, ხელშეუხებელნი არიან, ყველაზე აყვავებულ ასაკში, სილამაზით ბრწყინავენ. მზად ვარ თქვენ ყველას მივცე ისინი; ჰყავით მათთან, რაც გინდათ. აიყვანეთ ისინი, ამბობს, აღისრულეთ მათთან თქვენი უკეთურება და დააკმაყოფილეთ თქვენი უწმინდური სურვილი; „მხოლოდ კაცთა ამათ მიმართ ოდენ ნურარას ჰყოფთ უსამართლოსა, ვინათგან შემოვიდეს სართულსა ქუეშე მოსრულთა ჩემთასა". მე ვაიძულე, ამბობს, ჩემ სახლში შემოსვლა; მაშ, რომ ურჯულო საქციელი მათთან არ მომეწეროს, რომ მე არ გავხდე მათთვის შეურაცხყოფის მიზეზი, ისინი თავისუფალნი იყვნენ თქვენი ხელისგან, აი, მათ ნაცვლად ჩემს ორ ასულს გაძლევთ. რა სათნოებაა ამ მართალში! იგი ყოველგვარ სტუმართმოყვარეობას აღემატება! ვინ ღირსეულად შეაქებს ამ მართლის ასეთ სიყვარულს მოყვასისადმი, რომელმაც თავისი ასულებიც კი არ დაინდო, ოღონდაც სტუმრებისადმი პატივისცემა გამოეჩინა და სოდო...
დაბადებისა 19:8
7. და ჰრქუა მათ: ნუ სადა, ძმანო, ნუ უკეთურებთ.8. რამეთუ არიან ჩემნი ორნი ასულნი, რომელთა არღა უცნიეს მამაკაცნი. გამოვიყუანნე იგინი თქუენდა და იჴმიენით იგინი, ვითარცა გთნავს, მხოლოდ კაცთა ამათ მიმართ ოდენ ნურარას ჰყოფთ უსამართლოსა, ვინათგან შემოვიდეს სართულსა ქუეშე მოსრულთა ჩემთასა.9. და ჰრქუეს: განერე იქი. მწირობად შემოხუედ, ნუ. სასჯელისა სჯად. აწ უკუე შენ გიბოროტოთ უფროს-ღა, ვიდრე მათ. და აიძულებდეს ლოთს ფრიად და მიეახლნეს შემუსრვად კარსა.
დაბადებისა თავი 19