...ობლად და ამ ნეკნიდან შექმნილი ცოლი ადამს მიუყვანა, — ზუსტად ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. და თუ ნეკნის აღება უგრძნობლად მოხდა ადამისთვის, რადგან ღმერთმა მას განკვირვება მოავლინა, მით უმეტეს ეს შეიძლებოდა ამ შემთხვევაში. და რასაც საღვთო წერილი იქ ასწავლის სიტყვებით: „დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა" (), იმავეს ნიშნავს აქაც სიტყვები: „და არა აგრძნა დაწოლა მისი და აღდგომაჲ. და მიუდგეს, — ამბობს შემდეგ, — ორნივე იგი ასულნი ლოთისანი მამისაგან თჳსისა. და შვა უხუცესმან მან ძე და უწოდა სახელი მისი მოაბ და თქუა: მამისა ჩემისაგანი. ესე არს, მამაჲ მოაბელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე. ხოლო შვა უმრწემესმან მანცა ძე და უწოდა სახელი მისი ამან, მეტყუელმან: ძე თესლისაგან მამისა. ესე არს მამაჲ ამანელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე" (დაბ 19:35–38). ხედავ, რომ მომხდარი თავშეუკავებლობის შედეგი არ ყოფილა? მათ შობილთ ისეთი სახელები დაარქვეს, რომლებიც თავად მოვლენაზე მიუთითებდა, და შვილთა სახელებში, თითქოს ძეგლებზე, მომხდარის ხსოვნა ამოტვიფრეს; ამასთან, უკვე მაშინ წინასწარ მიანიშნეს, რომ მათგან და მათი შთამომავლობისგან ხალხები და მრავალრიცხოვანი მოდგმა წარმოიშვებოდა. ერთი, ნათქვამია, იქნება მოაბიტელთა მამა, ხოლო მეორე — ამონიტელთა.
დაბადებისა 2:21
20. და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი.21. დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.22. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა:
დაბადებისა თავი 2