„და აღუშენა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად". ყურადღება მიაქციე წერილის ზედმიწევნითობას. არ თქვა: „შექმნა", არამედ: „აღუშენა". რადგან ღმერთმა უკვე შექმნილისგან ნაწილი აიღო და, ასე ვთქვათ, მხოლოდ ის მისცა, რაც აკლდა, — ამიტომ წერილი ამბობს: „აღუშენა" — სხვა ქმნილება არ გამოუშვა, არამედ უკვე მზა ქმნილებისგან გარკვეული მცირე ნაწილი აიღო და ამ ნაწილისგან მთელი ქმნილება აღაშენა. რა ძალა აქვს უმაღლეს ხელოვან ღმერთს, რომ ამ მცირე ნაწილისგან (ნეკნისგან) სხეულის ამდენი ნაწილის შემადგენლობა წარმოექმნა, ამდენი გრძნობის ორგანო მოეწყო და სრული, სრულყოფილი და მთლიანი არსება შეექმნა, რომელსაც შეეძლო საუბარიც და, ბუნების ერთიანობით, ქმარს დიდი ნუგეში მიეცა! ხომ მისი ნუგეშისთვის შეიქმნა ეს არსება. ამიტომაც პავლე ამბობს: „არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს" (). ხედავ, როგორ ყოველივე მისთვის შეიქმნა? უკვე შექმნილი იყო (მთელი) ქმნილება, უკვე გამოჩნდნენ უტყვ ცხოველნი, საკვებისთვის ვარგისნი და ადამიანის სამსახურისთვის...
დაბადებისა 2:23
22. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა:23. და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი.24. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა
დაბადებისა თავი 2