აჰა, დღეს აღვასრულებთ ჩვენს აღთქმას, ჩვეულ სწავლებას შემოგთავაზებთ და წინათ ნათქვამს იმას შევუერთებთ, რაზეც ახლა უნდა ვილაპარაკოთ. თქვენ იცით, რომ ერთხელ და მეორედ ვეცადეთ და ვისურვეთ ამის გაკეთება, მაგრამ ჩვენს ძმებზე მზრუნველობამ ჩვენი ენა მათი შეგონებისკენ მიიზიდა. ხან უძლურ ძმებს ვარწმუნებდით, რომლებიც ჩვეულებას მისდევდნენ და ამ სულიერ კრებას შორდებოდნენ, რითაც წმიდა დღესასწაულზე ჩვენს სიხარულს არღვევდნენ; მათ მტკიცედ ვურჩევდით და ვაგონებდით, რომ ქრისტეს სამწყსოს არ განეშორებოდნენ, ამ სულიერი ეზოს გარეთ არ ეხეტიალათ და ჩვენთან მხოლოდ სახელითა და წოდებით არ შეერთებოდნენ, ფაქტობრივად კი იუდეველებს მისდევდნენ, რომლებიც ბნელში სანთლის შუქთან სხედან, მაშინ, როცა სიმართლის მზე უკვე ამობრწყინდა. ხან კი აქ მოსულთ, მაგრამ ჯერ კიდევ განუნათლებელთ, ვაგონებდით, რომ სულიერ შეგონებას გაჰყოლოდნენ და, ძილსა და სიზარმაცეს მოიშორებდნენ, მხურვალე განწყობითა და ბეჯითი მოშურნეობით სამეფო ნიჭის მისაღებად მოემზადებინათ და ისწრაფოდნენ მისკენ, ვინც ცოდვათა მიტევებას მოგვანიჭებს და უთვალავ სიკეთეთ უხვად მოგვმადლებს. რადგან პასექის დღესასწაულთან...
დაბადებისა 2:4
3. და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად.4. ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაჲ, ოდეს შეიქმნნეს დღესა მას, რომელსა შექმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ და.5. ყოველი მწვანვილი ველისა პირველ ყოფად ქუეყანასა ზედა და ყოველი თივა ველისა პირველ აღმოცენებადმდე, რამეთუ არ-ღა ეწვიმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცი არა იყო მოქმედ ქუეყანისა.
დაბადებისა თავი 2