...პულიყო შენი მოფიქრებული მოტყუების გამო. რა განზრახვით გააკეთე ეს? ახლა კი ყურადღება მიაქციე, საყვარელო, მართლის სიბრძნეს, როგორ შეაქვს მათ წინაშე თავის გამართლებაში მათი შეგონება ღვთისშემეცნების შესახებ. „რამეთუ ვთქუ, — ამბობს, — ნუუკუე არა იყოს ღმრთისმსახურებაჲ ადგილსა ამას და მე მომკლან ცოლისა ჩემისათჳს" (); ანუ მეშინოდა, რომ თქვენ, ჯერ კიდევ შეცდომაში დარჩენილნი, სამართლიანობაზე სრულიად არ ზრუნავდით; ამიტომ ასე მოვიქეცი, თქვენვე დაგინდეთ, რომ გაგეგოთ რა, რომ ის ჩემი ცოლია, მისდამი ვნების გამო ჩემს მოკვლას არ შეგებედათ. შეხედე, ამ მცირე სიტყვებით როგორ ამხილა ისინი და ასწავლა, რომ ადამიანს, რომელსაც მუდამ ღმერთი აქვს გონებაში, არ უნდა აკეთოს ურჯულო საქმე, არამედ უნდა ეშინოდეს მისი დაუძინებელი თვალისა და სასჯელის საფრთხის ქვეშ ყოველთვის სამართლიანობაზე ზრუნავდეს. შემდეგ, საკუთარი თავის გასამართლებლად, მამამთავარი ამბობს: ნუ იფიქრებთ, რომ ამ შემთხვევაშიც მოვიტყუე; „რამეთუ დაჲცა ჩემი არს ჭეშმარიტად მამით, არა დედით და მეყო მე ცოლ" (). მე და მას, ამბობს, ერთი მამა გვყავს; ამიტომ დად ვუწოდე. მაშ, ნუ მამხილებთ; თუმცა სიკვდილის შიშმა ასეთ აუცილებლობაში ჩამაგდო, რადგან მეშინოდა, თქვენ მი...
დაბადებისა 20:1
1. და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო და დაეშენა შორის, კადესა და შორის სურსა და იმსხემა გერარს შორის.2. და თქუა აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ.
დაბადებისა თავი 20