მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 20:2

1. და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო და დაეშენა შორის, კადესა და შორის სურსა და იმსხემა გერარს შორის.2. და თქუა აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ.3. მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა.
დაბადებისა თავი 20
2. და თქუა აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სარას მოტაცება და სიკვდილის შიში (20:2):

...დამოკიდებული, შემდეგ კი ისეთ დიდ შეწევნას იღებს ღვთისგან, რომ მეფეც და ყველა იქაური მცხოვრებიც სრული მოშურნეობით ემსახურება მართალს. „და თქუა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს" (). შეხედე, რა მძიმე გრძნობები აღელვებდა მართლის სულს და რა შიშმა შეიპყრო იგი. წინანდელმა, თუმცა ძალიან ძლიერმა, ცოლის დაკარგვის შიშმა ახლა სიკვდილის შიშს დაუთმო ადგილი. და რომ სიკვდილისთვის თავი აერიდებინა, საკუთარი თვალებით უნდა ენახა, როგორ ჩაუვარდა თანამეცხედრე მეფეს ხელში. ეს კი რა აუტანელია, იციან ცოლიანებმა. ამიტომაც ბრძენმა თქვა: „რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა სასჯელისასა. ვერ გამოიჴსნეს რავდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა ძღუნითა" (). მაგრამ ეს მძიმე და ყველა სხვისთვის აუტანელი გარემოება, შეხედე, როგორ დიდსულოვნად გაუძლო მართალმა სიკვდილის შიშის გამო. იგივე ხდება ხორციელ ტკივილებშიც. როცა ორი სენი ერთდროულად ეწევა ჩვენს სხეულს, ერთის გაძლიერება მეორეს დაშრეტსს; ჩვენ მთლიანად უფრო ძლიერ ტკივილს ვეძლ...

სრულად ნახვა