...ცოდო ჩემდა მომართ"**. ნუ უყურებ ამ კაცს უბრალოდ, როგორც ერთ-ერთ ჩვეულებრივ ადამიანს; შეიცან, რომ ისინი იმათ რიცხვს მიეკუთვნებიან, ვისზეც მე განსაკუთრებით ვზრუნავ და ვინც განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობს ჩემს მიმართ. „ხოლო შენ მიეც აწ ცოლი მისი, რამეთუ კაცი წინასწარმეტყუელი არს იგი და ილოცოს შენთჳს და სცხონდე" (). შეხედე, როგორ ავლენს ღმერთი მართლის სათნოებას; უწოდებს მას წინასწარმეტყველს და თითქოს თავად მეფეს უბიძგებს, რომ შეწყალება ითხოვოს მისგან. „ილოცოს, — ამბობს, — შენთჳს და სცხონდე". ის, რომელიც შენგან სიკვდილის ეშინოდა და ამ ჩანაფიქრს მოაწყო და თითქმის თავადვე შეუწყო ხელი სარრას შეურაცხყოფას, — იცოდე, რომ მისი ლოცვები შენ სიცოცხლეს შეგინარჩუნებს. მაგრამ, რომ მეფეს, ვნებით აღგზნებულს და სარრას სილამაზით მოხიბლულს, ბრძანება არ გაეუფასურებინა, ღმერთი შიშს მოჰგვრის და მძიმე სასჯელით ემუქრება. „უკუეთუ არა მისცე, — ამბობს, — იცოდე, რამეთუ მოჰკუდები შენ და ყოველი სახლი შენი". არა მხოლოდ შენ, ამბობს, დაისჯები ურჩობისთვის, არამედ შენს გამო სიკვდილი მთელ შენს სახლს ეწევა. ამიტომ ღმერთი ამ ყველაფერს ღამის დროს აუწყებდა, რომ სიჩუმეში მიღებული შთაგონებით მეტი შიშით შეესრულებინა ბრძანება. **„აღიმსთო აბიმელიქ განთიად, — ამბობს წერილი,...
დაბადებისა 20:7
6. და ჰრქუა მას ღმერთმან: მეცა ვიცი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე და გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ, ამისთჳს არა გიტევე შენ შეხებად მისსა.7. ხოლო შენ მიეც აწ ცოლი მისი, რამეთუ კაცი წინასწარმეტყუელი არს იგი და ილოცოს შენთჳს და სცხონდე. უკუეთუ არა მისცე, იცოდე, რამეთუ მოჰკუდები შვნ და ყოველი სახლი შენი.8. აღიმსთო აბიმელიქ განთიად და მოუწოდა ყოველთა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა ყურთა მიმართ მათთა. და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად.
დაბადებისა თავი 20