...ვად, ამბობს აბიმელიქი, მითხრა ეს და მანაც დაადასტურა მისი სიტყვები. „გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე", ამბობს, — ურჯულო რამის ჩადენის განზრახვის გარეშე; ნებადართული, შესაძლებელი საქმე გავაკეთე, რაშიც არაფერი სამხილავია. რა პასუხი გასცა კაცთმოყვარე უფალმა? „და ჰრქუა მას ღმერთმან ძილსა შინა" (). შეხედე, რა შემწყნარებლობას იჩენს უფალი, ყველაფერში თავის სახიერებას ავლენს. „მეცა ვიცი, — ამბობს, — რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე". ვიცი, ამბობს, რომ მათ თავად მოაწყვეს ეს ჩანაფიქრი და, რომ შენ ეს მათი სიტყვებით მოტყუებულმა გააკეთე; და სწორედ იმიტომ, რომ მათმა მოტყუებამ შეცოდებამდე არ მიგიყვანა, „გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ". დიდია მოწყალება ამ სიტყვებში, დიდია უფლის კაცთმოყვარეობა! ჩემ წინააღმდეგ, ამბობს, იქნებოდა მიმართული ეს ცოდვა. როგორც ადამიანებში, როცა ვინმე ბატონის მიერ დიდი პატივით პატივდებულ მონას შეურაცხყოფას მიაყენებს, ბატონი ამ შეურაცხყოფას საკუთარ თავზე მიიღებს და ამბობს: შენ მე შემაწუხე იმით, რომ ასე მოექეცი ჩემს მონას — რასაც მას უკეთებენ, მე მეხება, — იმავე აზრით კეთილი უფალიც ამბობს: „გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ". ისინი, ამბობს, ჩემი მონები არიან და ისეთი მზრუნველობა მაქვ...
დაბადებისა 20:6
5. არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე.6. და ჰრქუა მას ღმერთმან: მეცა ვიცი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე და გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ, ამისთჳს არა გიტევე შენ შეხებად მისსა.7. ხოლო შენ მიეც აწ ცოლი მისი, რამეთუ კაცი წინასწარმეტყუელი არს იგი და ილოცოს შენთჳს და სცხონდე. უკუეთუ არა მისცე, იცოდე, რამეთუ მოჰკუდები შვნ და ყოველი სახლი შენი.
დაბადებისა თავი 20