მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 21:15

14. ხოლო აღდგა აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა აგარს. და აღიკიდა იგი მჴართა თჳსთა და ყრმაჲ. და განვიდა იგი და შესცთა უდაბნოსა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.15. მოაკლდა წყალი იგი თხიერისაჲ მისგან და დააგდო ყრმაჲ იგი ქუეშე ნერგსა ერთსა.16. და წარვიდა ღა დაჯდა წინაშე მისსა შორს, ვითარ ისრის სატყორცებელ, რამეთუ თქუა: არა ვიხილო სიკუდილი ძისა ჩემისა, და ვითარ ჯდა წინაშე მისსა, ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა.
დაბადებისა თავი 21
15. მოაკლდა წყალი იგი თხიერისაჲ მისგან და დააგდო ყრმაჲ იგი ქუეშე ნერგსა ერთსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 46. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს" (დაბ 21:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაჰამის მორჩილება და ღვთის განგება აგარის მიმართ (21:12-20):

...თა და ტიკით წყალი რომ აიღო, ყრმასთან ერთად „განვიდა". მაგრამ შეხედეთ კვლავ, როგორ ღირსდება ის ზეციური მზრუნველობითა და ღვთის კეთილგანწყობით მართლისადმი. აგარი, განდევნილი, უდაბნოში ეხეტებოდა და, წყლის გარეშე დარჩენილი, ვერსად პოულობდა ნუგეშს. „და დააგდო, — ამბობს წერილი, — ყრმაჲ იგი ქუეშე ნერგსა ერთსა" (). მისი გული მწუხარებითა და ძის სიყვარულით სტკიოდა და აი, „დაჯდა, — ნათქვამია, — წინაშე მისსა შორს, ვითარ ისრის სატყორცებელ, რამეთუ თქუა: არა ვიხილო სიკუდილი ძისა ჩემისა, და ვითარ ჯდა წინაშე მისსა, ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა" (). მაგრამ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთმა, რომლის მზრუნველობა ჩვენ მიმართ ყოველგვარ მამისა და დედის სიყვარულს აღემატება, „შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ყრმისაჲ მის ადგილით, სადა-იგი იყო" (), შეიწყალა ყრმა და აგარის ტანჯვის მიმართ შებრალებით აღივსო. მან მხოლოდ საკუთარი მარტოობის შეგრძნება მისცა და მაშინვე თავისი შეწევნა უბოძა. „და უწოდა, — ამბობს წერილი, — ანგელოზი უფლისა აგარს ზეცით და ჰრქუა: რაჲ არს, აგარ? ნუ გეშინინ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ყრმისა მაგის შენისა მიერ ადგილით, სადა-იგი არს"...

სრულად ნახვა